წმინდა მოწამენი ილია, პროვოსი და არისი მეგვიპტელნი (+308) ს.) - 19 (01.01) დეკემბერი
წმინდა მოწამენი ილია, პროვოსი და არისი მეგვიპტელნი (+308) ს.) - 19 (01.01) დეკემბერი
წმინდა მოწამენი: ილია, პროვოსი და არისი წარმოშობით ეგვიპტელები იყვნენ და იმპერატორ მაქსიმიანეს (305-311) მიერ მართლმორწმუნეთა დევნისას აღესრულნენ. მათ ტყვე-ქრისტიანთა მსახურება იტვირთეს, დადიოდნენ საპყრობლეებში ნახულობდნენ ტყვეებს და ჰკურნავდნენ მათ წყლულებს. ერთხელაც ისინი კილიკიის ქვეყანაში, ქალაქ აკალონის გალავნის კარებთან შეიპყრეს ურწმუნო, გამძვინვარებულმა დარაჯებმა, რომლებმაც ისინი მსტოვრებად მიიჩნიეს და და თავად ფირმილიანეს წარუდგინეს. დაკითხვისას მათ მთავარს განუცხადეს რომ ქრისტიანები იყვნენ რისთვისაც ისინი სასტიკად აწამეს. პირველად წმინდა არისი გაიყვანეს და ათასგვარ საწამებლით სტანჯეს, ბოლოს კი ცოცხლად დაწვეს კოცონზე. შემდეგ წმინდა პროვოსი და მას კი წამების შემდეგ თავი მოჰკვეთეს. ასევე აწამეს და თავი მოჰკვეთეს წმინდა ილიას. წმინდა მოწამენი 308 წელს ევნენ ქრისტესთვის. მათ სახელებს ახსენებს ევსევი კესარიელი "პალესტინელ მოწამეებში". და უდავოდ მათზე საუბრობს წმინდა იოანე ოქროპირი ეგვიპტელ მოწამეთა პატივსაცემად წარმოთქმულ სიტყვაში. მათ იხსენიებს წმინდა გიორგი მთაწმინდელის "სვინაქსარი" და იოანე ზოსიმეს კალენდარი.

ბეჭდვა
1კ1