წმინდა მოწამე ებიოტი - 18 (31) დეკემბერი
წმინდა მოწამე ებიოტი - 18 (31) დეკემბერი
წმინდა ებიოტი წარმოშობით ბითინიის დაბა პოკეტიდან იყო. სახელი გაითქვა იმპერატორ მაქსიმიანეს დროს (305-311). ებიოტი განდეგილი ცხოვრობდა ქალაქ კიზიკოსის სიახლოვეს, სიგრიანის მთაზე. ქადაგებებით და სასწაულთმოქმედებით მან მრავალი წარმართი მოაქცია ქრისტეს სარწმუნოებაზე და მონათლა. ეს შეიტყო კიზიკოსის მმართველმა ლეონტიმ და ბრძანა, ებიოტი შეეპყროთ, სასტიკად ეწამებიათ. მაგრამ ქრისტეს მოწამემ ამ წამებას მამაცურად გაუძლო და ქრისტეს რწმენაზე მოაქცია ხალხი. ის საიდუმლოდ ჩააგდეს საპყრობილეში, სადაც რამდენიმე წელი დაჰყო. ხოლო როცა შეიტყვეს, რომ რომის იმპერიის დასავლეთი ნაწილის მმართველი და ქრისტიანების დიდი მეგობარი კონსტანტინე დიდი მაქსიმიანეს წინააღმდეგ აპირებდა გალაშქრებას, გაათავისუფლეს და ის თავის კელიას დაუბრუნდა. ამის მერე კიდევ ხუთი წელი იცოცხლა და ავრცელებდა სახარებას. 329 წელს წმინდა ებიოტი მშვიდობიანად აღესრულა.
წმინდა ებიოტს ბიზანტიური სვინაქსარი მოიხსენიებს.
...................................
სურათზე: სიგრიანის მთა.

ბეჭდვა
1კ1