წმინდა მოწამე ნიკიტა ნოსელი (+1300) – 17 (30) დეკემბერი
წმინდა მოწამე ნიკიტა ნოსელი (+1300) – 17 (30) დეკემბერი
წმინდა ნიკიტა წარმოშობით ანკვირიელი (დღევანდელი ანკარა) იყო და XIII-XIV საუკუნეების მიჯნაზე ცხოვრობდა, იმპერატორ ანდრონიკე II-ის მეფობის დროს. თავისი ჯვრისწერიდან მალევე (დაახლ. 1290-1300) ნიკიტა ორ მეგობართან ერთად რაღაც საქმეზე ნისაში გაემგზავრა, სადაც მისი და ცხოვრობდა. ქალაქში, რომელიც უკვე დიდი ხანია თურქების ხელში იყო ჩავარდნილი, ახალგაზრდა ქრისტიანებმა სადილობა გადაწყვიტეს. რადგანაც ამ დროს მუსლიმანებისთვის წმინდა რამადანი იდგა, ისინი იმწამსვე შეიპყრეს მარხვის დარღვევისთვის და ყადთან მიიყვანეს, რომელმაც მაშინვე საწამებლად გაუშვა.

ნიკიტას თანამგზავრებმა წამებას ვერ გაუძლეს და ისლამი მიიღეს. თვითონ კი უდრეკად დაითმინა ყველანაირი წამება, არც დედის თხოვნა-ვედრებას უგდო ყური. წმინდა ნიკიტა ცეცხლზე დაწვეს. ცეცხლს გადარჩენილი მისი ნაწილები წმინდა გრიგოლ ნოსელის ნაწილების გვერდით დაკრძალეს. დაკრძალვისას წმინდა ნიკიტას საფლავს ზეციური ნათელი დაადგა.

წმინდა ნიკიტას საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესია მოიხსენიებს.
.................................

ამავე დღეს არის ხსენება წმინდა მოწამე იაკხასი, მახვილით განგმირულისა
მას მოიხსენიებს ბიზანტიური სვინაქსარი.
............................
ამავე დღეს მოიხსენიება ღირსი მისაილ აბალაკელი (1852) მღვდელმოწამენი: ალექსანდრე საველოვი, ნიკოლოზ ბელტიუკოვი, სერგი ფლორინსკი (+1918), პეტრე პოკროვსკი, იოანე ზემლიანოი (+1937)
მათ მოიხსენიებს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია.


ბეჭდვა
1კ1