წმინდა მოწამენი: პაისი იღუმენი და ამბაკუმ დიაკვანი (+1814) – 17 (30) დეკემბერი
წმინდა მოწამენი: პაისი იღუმენი და ამბაკუმ დიაკვანი (+1814)  – 17 (30) დეკემბერი
ღირსმოწამე ამბაკუმი 1794 წელს დაიბადა. მან ჯერ კიდევ ყმაწვილმა დატოვა ოჯახი და მიშტანიცის მონასტერში მივიდა. აქ მან მღვდელ გენადი შუვაკის ხელმძღვანელობით ისწავლა კითხვა და საღმრთო სჯული, რომელმაც ის დიაკვნად აკურთხა. მას მერე, რაც იოან იანჩიჩის ანტიოსმალური გამოსვლა დამარცხდა, წმინდა ამბაკუმმა დედასთან, მღვდელ გენადისთან, რომელიც ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო ამ ჯანყისა და ვაჟთან, სტოიანთან ერთად დატოვა მონასტერი. მამა-შვილმა თავი ტირნოვოს ხარების მონასტერს შეაფარეს.

1814 წელს ჰაჯი პროდანის ანტიოსმალურ აჯანყებაში მონაწილეობის გამო ისინი ტირნოვოს მონასტრის იღუმენთან წმინდა პაისისთან (რისტოვიჩი) ერთად შეიპყრეს და ბელგრადში ჩაიყვანეს. იღუმენმა პაისიმ მტკიცედ უთხრა უარი ისლამის მიღებაზე, და პირველი დასაჯეს სიკვდილით. გენადიმ და მისმა ვაჟმა მაჰმადიანობა მიიღეს და გაათავისუფლეს. ამბაკუმ დიაკვანმა კი, მიუხედავად დედის ვედრებისა, ისლამი მიეღო, სიკვდილი არჩია რწმენის ღალატს, რისთვისაც სარზე გასმა მიუსაჯეს. როცა დასასჯელად მიჰყავდათ, წმინდა ამბაკუმს საწამებელი სარი თვითონ მიჰქონდა და გახარებული გალობდა.

ამბაკუმის სიმამაცემ თურქებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ერთმა მათგანმა, მოწამისათვის სიკვდილი რომ შეემსუბუქებინა, ამბაკუმს ხანჯალი გაუყარა და მოკლა. გარდაცვლილი დიაკვნის ცხედარი სარზე ჩამოკიდეს.

წმინდა ამბაკუმი და პაისი სერბეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა 1962 წელს.

ბეჭდვა
1კ1