წმინდა მღვდელმოწამე ბარსაბა და მასთან ერთად ვნებული ათი მოწამე (+342) - 11 (24) დეკემბერი
წმინდა მღვდელმოწამე ბარსაბა და მასთან ერთად ვნებული ათი მოწამე (+342) - 11 (24) დეკემბერი
წმინდა ბარსაბა იშტარის (ისტახრის) მონასტრის იღუმენი იყო. სავანე პერსეპოლისის (სპარსეთის უძველესი დედაქალაქი) გვერდით მდებარეობდა.
სპარსეთის მეფის შაბურის დროს დაახლოებით 342 წელს, წმინდა ბარსაბას და მისი მონასტრის ათ მონაზონს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. წმინდანები სიკვდილს, მშვიდად და მტკიცე სულით შეხვდნენ. მათი სიმტკიცით გაოცებული ერთი წარმართი ქურუმი ქრისტეს რწმენაზე მოიქცა, თავისი მონის ტანსაცმელი გადაიცვა და წმინდა მონაზვნებს შეუერთდა, რათა მათთან ერთად წამებულიყო. როცა წმინდანები მახვილით მოწყვიტეს მათი მოკვეთილი თავები ქალღმერთ ანახიტის ტაძარში გამოფინეს.

ძველ მარტიროლოგიებში მათი ხსენება 10 აპრილს ან 28 აგვისტოსაა შეტანილი. მღვედელ-მონაზონმა მაკარმა მოწამეთა მარტვილობა თავის სვინაქსარში 11 ნოემბრის საკითხავში შეიტანა.

სურათის წყარო
..............................

ღირსი პეტრე მოღვაწე და აკეფსიმე სპარსი
ეს წმინდანები მხოლოდ რამდენიმე ხელნაწერში მოიხსენიებიან.

...............................

წმინდა მოწამენი ტერენტი, ვიკენტი, ემილიანე და ბებეა, მახვილით მოწყვეტილნი
მათ ბიზანტიური სვინაქსარი მოიხენიებს.

........

ღირსნი ბიხიანე და ნომონი კვიპრელები
ეს ღირსი მამები ადგილობრივი წმინდანებია.

.................

წმინდა მღვდელმოწამე თეოფანე (ილმენსკი), სოლიკამის ეპისკოპოსი (+1918); პერმელი მღვდელმოწამენი, ორნი, სახელები უცნობია (+1918). პერმელი მოწამენი, ხუთნი რიცხვით, მათი სახელები უცნობია (+1918); მღვდელმოწამე ნიკოლოზ ვინოგრადოვი, მღვდელი (+1937); მღვდელმოწამე იოანე ბოგოიავლინსკი, მღვდელი (+1942)

მათ მოიხსენიებს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია.

ბეჭდვა
1კ1