წმინდა მოწამე გემელი (+დაახლ. 361) - 10 (23) დეკემბერი
წმინდა მოწამე გემელი (+დაახლ. 361) - 10 (23) დეკემბერი
ავადსახსენებელი იულიანე განდგომილი (361-363 წლები) ერთხელ გალატიის ქალაქ ანკვირს ჩავიდა, სადაც ერთი ღვთისმოსავი კაცი მიუახლოვდა, სახელად – გემელი და იმპერატორის უსჯულოებანი უშიშრად ამხილა.

იულიანემ "თავხედი" დაუყოვნებლივ შეაპყრობინა და წამებას მისცა, თუმცა, ამით გული ვერ იჯერა და მცირე აზიაში თან ატარა, თან სადაც შეჩერდებოდა, ახალ-ახალ სატანჯველებს შეამთხვევდა, თუმცა, გემელის სიმტკიცეს ვერა დააკლო.

როდესაც გემელმა გზად ნათელ იღო, წყლულნი სასწაულებრივად შეუხორცდა, ზეცით კი ხმა ესმა:

- ნეტარ ხარ შენ, გემელ, რამეთუ მრავალი ტანჯვა დაითმინე!

წმინდა გემელმა ჯვარზე გაკრულმა შეჰვედრა სული უფალს. ქრისტიანებმა მისი სხეული გადაასვენეს და მიწას პატივით მიაბარეს.
......

ხატის წყარო
ბეჭდვა
1კ1