წმინდა მოწამე ანთისა რომაელი (V) - 08 (21) დეკემბერი
წმინდა მოწამე ანთისა რომაელი (V) - 08 (21) დეკემბერი
IV-V საუკუნეთა მიჯნაზე მთელი დასავლეთ რომის იმპერია, ბარბაროსთა თარეშით დაღლილი, არიანელთა ხელში აღმოჩნდა.

თვით რომიც კი ნაწილობრივ ერეტიკოსთა გავლენის ქვეშ იყო, რომელთაც რაც შეიძლება, მეტი ქრისტიანის გადაბირება სწყუროდათ.

უსჯულოებმა წარჩინებული რომაელი, ბანოვანი, ანთისაც შეიპყრეს და ძალით "მონათლეს" არიანულად, თუმცა, საბანელიდან გამოსულმა ანთისამ ერეტიკოს ეპისკოპოსს ორი გროში მიუგდო, თითქოსდა, აბანოს საფასურს უხდისო.

ამით ცოფქმნილი არიანელნი მსწრაფლ ეცნენ ანთისას და ცეცხლს მისცეს.

* * *
ამავე დღეს არის ხსენება ღირსისა კირილე ჩელმოგორსკელისა

* * *
ამავე დღეს არის ხსენება წინადღესასწაულისა მართლისა ანას მუცლადღებისა


ბეჭდვა
1კ1