წმინდა მოწამე ათინადორე (+დაახლ. 304) - 07 (20) დეკემბერი
წმინდა მოწამე ათინადორე (+დაახლ. 304) - 07 (20) დეკემბერი
ეს წმინდა მამა წარმოშობით მესოპოტამიიდან გახლდათ და თავი ადრეულ სიჭაბუკეშივე უძღვნა უფალს.

დიოკლეტიანესეული დევნისას შეიპყრეს და მმართველ ელევსიოსს მიჰგვარეს, რომელმაც ნეტარი დიდხანს აწამა, თუმცა, ქრისტესგან განდგომა არც უფიქრია.

თავიდან ორ სვეტს მიაბეს და მაშხლებით ამოუწვეს სხეული, შემდეგ ნესტოებში რკინის კაუჭი გაუყარეს, ბოლოს კი გავარვარებულ რკინის ბადეზე გააკრეს.
მაგრამ როდესაც უფლის შემწეობით, ათინაგორა ამ წამებას უვნებელი გადაურჩა, მისი მარტვილობის მოწმე 70 წარმართი გაქრისტიანდა.

ჯალათი სანამ თავს წარკვეთდა, უეცრად მიწაზე უსულოდ დაეცა, ათინადორემ კი მანამ შეჰვედრა სული უფალს, ვიდრე რომელიმე უსჯულო მის სხეულს შეეხებოდა.

ბეჭდვა
1კ1