წმინდა მოწამე ნისერი (IV) - 06 (19) დეკემბერი
წმინდა მოწამე ნისერი (IV) - 06 (19) დეკემბერი
დაახლოებით 304 წელს, დიოკლეტიანესეული დევნისას, წმინდა ნისერი რომაელ მსაჯულთ, - იულიანესა და ელიანეს წინაშე წარსდგა და დაუფარავად დაამოწმა, რომ ქრისტიანი იყო.

ამ "კადნიერების" გამო საზარლად აწამეს: - გააშიშვლეს და შიგნეული გახურებული იარაღით გამოუფატრეს.

მომდევნო დღეს კვლავ დაკითხეს და ოდეს დარწმუნდნენ, ვერაფრით მოსდრეკდნენ, ტყავი ცოცხლად გააძრეს და ცეცხლს მისცეს.

ამგვარად შეჰვერდა სული უფალს ამ საკვირველმა მოწამემ. შეგვეწიოს მისი წმინდა ლოცვა!

ბეჭდვა
1კ1