წმინდა მოწამე ანასტასი - 05 (18) დეკემბერი
წმინდა მოწამე ანასტასი - 05 (18) დეკემბერი
წმინდა მოწამე ანასტასი მესამე საუკუნეში დაიბადა ქალაქ აკვილეში (ჩრდილოეთი იტალია). სამუშაოდ წასული იყო ქალაქ სალონეში (ახლანდელი სოლინი, ხორვატია). ხედავდა რა თუ როგორ აწამებდნენ წარმართები ქრისტიანებს, თვითონაც მოწამეობის სურვილით აივსო. უშიშრად მივიდა სამსჯავროში და ამხილა მათი უგუნურობა. იგი შეიპყრეს და მსაჯულთან მიიყვანეს. წმინდა ანასტასიმ მათ წინაშე მხნედ და უშიშრად აღიარა ქრისტე, ვითარცა ჭეშმარიტი ღმერთი და შემოქმედი ყოვლისა ქმნილებისა. მსაჯულის გადაწყვეტილებით მას სიკვდილით დასჯა-თავის მოკვეთა მიუსაჯეს. მოკლული წმინდანის სხეული წარმართებმა ზღვაში ჩააგდეს. მდიდარმა ქრისტიანმა ქალმა მატრონა ასკლეპიამ, თავის მონებს განთავისუფლებას დაჰპირდა, თუ ისინი წმინდანის სხეულს მოიპოვებდნენ და მიუტანდნენ. მართალაც მათ ნახეს ზღვისგან გამორიყული ცხედარი წმინდა ანასტასიასი და მიუტანეს ქალბატონს. მან განბანა წმინდანის ცხედარი, მირონი სცხო და თავისი სახლის ბაღში დაკრძალა. ის ადგილი შემდგომში ქრისტიანთა სასაფლაოდ გადაიქცა და წმინდანის საფლავზე, კი მცირე ბაზილიკა აშენდა. წმინდანის საფლავიდან შემდგომში ბევრი სასწაული აღესრულა, და მრავალ ქრისტიანს მიანიჭა როგორც ხორციელი, ისე სულიერი შვება.

წმიდა მოწამე ანასტასის აიგივებენ იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) ზეობისას მოწამეობრივად აღსრულებულ წმიდა ანასტასისთან, რომლის ხსენებაც 25 ოქტომბერს აღინიშნება.
ბეჭდვა
1კ1