წმინდა მოწამე ანგელ ქიოსელი (+1813) – 03 (16) დეკემბერი
წმინდა მოწამე ანგელ ქიოსელი (+1813) – 03 (16) დეკემბერი
წმინდა ანგელი წარმოშობით პელოპონესიდან, არგოსიდან გახლდათ და XIX საუკუნის დასაწყისში ქალაქ კუშადასში ექიმად მუშაობდა.

ერთ ფრანგ მოგზაურთან რწმენის საკითხებზე დისპუტისას ანგელი უცხოელის ბილწსიტყვაობამ და ცინიზმმა გააღიზიანა და დუელში გაიწვია და მკრეხელისთვის იმის ცხად¬საყოფად, თუ რაოდენი ძალა აქვს ჭეშმარიტ სარწმუნოებას, ორთაბრძოლაში უიარაღოდ, ყავარჯნის ამარა გამოცხადდა.
შებინდდა და მოწინააღმდეგის სიმამაცით დამფრთხალმა თავხედმა უცხოელმა ანგელი გამარჯვებულად ცნო და გაქცევით უშველა თავს.

ამ შემთხვევამ ისე იმოქმედა ანგელზე, მიწიერი საქმენი და პროფესია დაუტევა და მთლიანად მიეცა ლოცვას და ღვთისმსახურებას.

1813 წლის ლაზარეს შაბათს, ჩვენთვის უცნობ გარემოებათა გამო, მამა-პაპათა სარწმუნოება დაუტევა და ისლამი მიიღო.

ქალაქიდან გაძევებული და კუნძულ ქიოსზე გადასული სინდისმა შეაწუხა, გონს მოეგო და ცოდვის გამოსყიდვა განიზრახა, რისთვისაც შემწედ წმინდა მოწამეთ და წმინდა მაკარი კორინთელს მოუხმო, რომლის საფლავსაც ხშირად მოილოცავდა.

იმ დღიდან ერთადერთი სურვილი აცოცხლებდა, - ჩადენილი ცოდვა როგორმე გამოესყიდა. ერთ დღეს თურქულ საბაჟოზე შეიჭრა და ყველას თვალწილ განაცხადა, - ქრისტიანი ვარო, რის შემდეგაც ჯერ სასტიკად გვემეს, 1813 წლის 3 დეკემბერს კი - თავი მოჰკვეთეს.

ბეჭდვა
1კ1