წმინდა მღვდელმოწამე გაბრიელი, პრუსელი ეპისკოპოსი (+1659) – 03 (16) დეკემბერი
წმინდა მღვდელმოწამე გაბრიელი, პრუსელი ეპისკოპოსი (+1659) – 03 (16) დეკემბერი
1657 წლის ლაზარეს შაბათს თურქებმა კონსტანტინოპოლის პატრიარქი, წმინდა პართენ მესამე (ხსენება 24 მარტს) ჩამოახრჩვეს, მის ნაცვლად კი მდაბალი და უბრალო გაბრიელი დანიშნეს, განისა და ხორას ეპისკოპოსი, რომელიც იმხანად კონსტანტინოპოლს იმყოფებოდა.

თორმეტ დღეში ეს უკანონო ხელდასხმა სინოდმა გააუქმა და გაბრიელი ბითვინიაში, პრუსის ეპისკოპოსად გადაიყვანეს.

იუდეველის მონათვლიდან ორ წელიწადში მისმა ნათესავებმა ნეტარს თურქთა წინაშე დასწამეს ცილი - თურქი მონათლაო.

ვეზირის სამსჯავროს წინაშე წარმდგარს შესთავაზეს, - ან გადმოჩვენიანდი, ან - სიკვდილს გწევთო, რაზეც უპასუხა, - რწმენის ღალატს სიკვდილი მიჯობსო, რის შემდეგაც, 1659 წლის 3 დეკემბერს (ძვ. სტილით) ჩამოახრჩვეს.

ბეჭდვა
1კ1