წმინდა მოწამე ფილუმენი (+დაახლ. 274) - 29 ნოემბერი (12 დეკემბერი)
წმინდა მოწამე ფილუმენი (+დაახლ. 274) - 29 ნოემბერი (12 დეკემბერი)
ძველი სტილით 29 ნოემბერს (ახალი სტილით 12 დეკემბერს) მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა მოწამე ფილუმენს იხსენიებს. ის გალატიის ანკვირიაში ცხოვრობდა III საუკუნეში და პურის გაყიდვით ირჩენდა თავს. როცა იმპერატორმა ავრელიანემ (270-275) ქრისტიანთა დევნა დაიწყო, მოშურნეებმა წმინდანი მმართველ ფელიქსთან დაასმინეს - ქრისტეს აღიარებსო. სამსჯავროს წინაშე წარმდგარმა ფილუმენმა არ უარყო ჭეშმარიტი ღმერთი, რისთვისაც საშინლად აწამეს მანამ, სანამ, სისხლისაგან დაცლილმა, სული უფალს არ შეჰვედრა. ეს მოხდა 274 წელს.
.........................

აქვე ნახეთ: 

წმიდა მოწამე ფილუმენი (+დაახლ. 274) - 29 (12.12) ნოემბერი

ბეჭდვა
1კ1