წმინდა მოწამე აღაპი - 19 (02.12) ნოემბერი
წმინდა მოწამე აღაპი - 19 (02.12) ნოემბერი
წმინდა აღაპი პალესტინის ქალაქ ღაზაში ცხოვრობდა იმპერატორის ნაცვალ ურბანის დროს, რომელსაც ნაბრძანებ ჰქონდა იმპერატორის ედიქტის აღსრულება და ქრისტიანების დევნა.

ჯერ კიდევ ქრისტიანების დევნის დასაწყისში წმინდანს მხეცებთან მიგდება მიუსაჯეს. და როცა რამდენჯერმე სხვა დამნაშავეებთან ერთად ამფითეატრში მიჰყავდათ, მსაჯული ყოველთვის იბრალებდა და ჯაჭვთაგან ათავისუფლებდა, შესაძლოა სიბრალულის გამო და ან შეიძლება მისი შეშინება უნდოდა.

ქრისტიანთა დიდი დევნის მეოთხე წელს ცეზარი მაქსიმინი ქალაქში ვიზიტით იმყოფებოდა. აღაპი სხვა დამნაშავესთან ერთად არენაზე გაიყვანეს. იმპერატორმა დამნაშავე შეიწყალა. წმინდანსაც შესთავაზეს, თავისუფლების სანაცვლოდ კერპებისთვის მსხვერპლი შეეწირა, რაზეც წმინდანმა იყვირა, რომ მზად იყო ყველანაირი ტანჯვისთვის. მასზე დათვი მიუშვეს, ნადირმა ის გაგლიჯა, როცა თავი დაანება, წმინდანი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, მაშინ საპყრობილეში წაიყვანეს, სადაც ერთი დღის მერე გარდაიცვალა.

ბეჭდვა
1კ1