წმინდა მოწამე აზა და მასთან ას ორმოცდაათი მხედარი (+284-305) - 19 (02.12) ნოემბერი
წმინდა მოწამე აზა და მასთან ას ორმოცდაათი მხედარი (+284-305) - 19 (02.12) ნოემბერი
წმინდა მოწამე აზა თავდაპირველად მეომარი იყო იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) ზეობისას. მაგრამ რადგან არ სურდა მიწიერი მეუფის მეომარი ყოფილიყო, აზამ დატოვა სამხედრო სამსახური და უდაბნოში გავიდა სამოღვაწეოდ.

წმინდა ცხოვრებისათვის უფალმა მას სასწაულქმედებისა და კურნების ნიჭი მიმადლა. რისთვისაც ის როგორც ქრისტეს მოშურნე მსახური დაატუსაღეს. ეპარქ აკვილინეს ბრძანებით, წმინდანმა მის შესაპყრობად გაგზავნილი 150 მხედარი გზად ქრისტიანობაზე მოაქცია თავისი ქადაგებით, ჯარისკაცებმა მონათვლის სურვილი გამოთქვეს. წმინდანმა უფალს შესთხოვა და უეცრად მისი ლოცვით სასწაულებრივად წყარო აღმოცენდა და მან ისინი ამ წყაროში მონათლა. ახალნათელღებულ მეომრებს სურდათ, გაეთავისუფლებინათ წმინდა აზა, მაგრამ უფლის რჩეულმა აიძულა ისინი, ხორციელი ხელისუფლების მორჩილება ჰქონოდათ და ეპარქთან მიეყვანათ. სამსჯავროზე მხედრებმა მტკიცედ აღიარეს ქრისტიანული სარწმუნოება, რისთვისაც ყველას თავები მოჰკვეთეს. აკვილინემ მათთან ერთად სიკვდილით

დასაჯა საკუთარი ცოლი და ასულიც, რომლებიც ესწრებოდნენ აზას წამებას და, იხილეს რა მისი შეურყევლობა, ქრისტიანობაზე მოექცნენ.
ხანგრძლივი წამების შემდეგ წმინდა აზას თავი მოჰკვეთეს.

ბეჭდვა
1კ1