წმინდა მღვდელმოწამე ბასილი ეპიფანელი (+282) - 17 (30) ნოემბერი
წმინდა მღვდელმოწამე ბასილი ეპიფანელი (+282) - 17 (30) ნოემბერი
წმინდა ბასილი სირიის ქალაქ ეპიფანეას (ჰამაჰი) ეპისკოპოსი იყო. დაახლოებით 282 წელს იმპერატორმა ნუმერიანემ, რომელიც ანტიოქიაში ცხოვრობდა, სპარსეთის მეფის მემკვიდრის მოკვლა ბრძანა, რათა მისი სამეფო ხელში ჩაეგდო, რისთვისაც ის მკაცრად ამხილა ანტიოქიის ეპისკოპოსმა ბაბილამ (ხს. 4 სექტემბერი). საპასუხოდ ნუმერია¬ნემ ქრისტიანთა დევნა წამოიწყო, და უამრავი სასულიერო პირი დააჭერინა, რომელთა შორის იყო წმინდა ბასილიც. ხანგრძლივი დაკითხვისა და წამების შემდეგ წმინდანი სამი დღით საპყრობილეში ჩააგდეს. სწორედ მაშინ მან წმინდა ბაბილასაგან გამამხნევებელი წერილი მიიღო. სამი დღის შემდეგ წმინდა ბასილიმ იმპერატორის წინაშე მხნედ აღიარა ქრისტესადმი სიყვარული, რისთვისაც ის გარეულ მხეცებს მიუგდეს დასაფლეთად. ასე დაიდგა წმინდა ბასილიმ მოწამის გვირგვინი.
წმინდა ბასილის მოწამეობა მხოლოდ ქართულ ენაზეა შემორჩენილი და შეტანილია იოანე-ზოსიმეს კალენდარში. "იერონიმეს მარტიროლოგიაში" 20 ნოემბერს მოხსენიებულია, როგორც "ანტიოქიელი".

ბეჭდვა
1კ1