წმინდა მოწამე დიმიტრი დაბუდელი (+დაახლ. 307) - 15 (28) ნოემბერი
წმინდა მოწამე დიმიტრი დაბუდელი (+დაახლ. 307) - 15 (28) ნოემბერი
წმინდა მოწამე დიმიტრის შესახებ მოგვითხრობს კონსტანტინოპოლის ეკლესიის სვინაქსარი (X ს. ბოლოს), ასევე ბასილი II-ის მინოლოგია, რომელთა მიხედვითაც წმინდანი დაიბადა სოფელ დაბუდაში (დაოდა), რომელიც ქალაქ ამაპასიდან 24 მილში მდებარეობდა. იმპერატორ მაქსიმიანე გალერიუსის და მისი თანამმართველის, მაქსიმინეს მეფობისას ოლქის პრეფექტს პუბლიუსს შეატყობინეს წმინდა დიმიტრის ქრისტიანობა და მანაც მისი შეპყრობა ბრძანა. დაკითხვისას წმინდა დიმიტრიმ მტკიცედ აღიარა ქრისტე ღმერთი, უქადაგა უფლის განკაცებაზე, მის სახიერებასა და კაცთმოყვარეობაზე. შემდეგ კი ამხილა კერპთაყვანისცემის საცთური. მის ნათქვამს პუბლიუსი განრისხდა და მისი ბრძანებით წმინდა დიმიტრის თავი მოჰკვეთეს. ქრისტიანებმა წმინდანის სხეული დიდი პატივით დაკრძალეს და შემდგომში მის წმინდა საფლავთან მრავალი სასწაული აღესრულა. დიდი ეკლესიის (აია სოფიას) ტიპიკონის პატმოსის ხელნაწერში ქალაქს, რომლის სიახლოვესაც სოფელი დაბუდა იყო, ერქვა არა ამაპასი, არამედ ამისი. წმინდა დიმიტრი როსტოველი წერს, რომ სოფელი დაბუდა თრაკიაში მდებარეობდა. თუმცა მთავარეპისკოპოსი სერგი (სპასკი) ამტკიცებს - სოფელი დაბუდა მდებარეობდა ამისის (თანამედროვე სამსუნი, თურქეთი) გარეუბანში, ელენოპონტეში. წმინდა დიმიტრი როსტოველს მისი გარდაცვალების თარიღად 307 წელი აქვს აღნიშნული. ხოლო ნიკოდიმოს მთაწმინდელი ვარაუდობს, რომ ის 398 წელს დასაჯეს.

ბეჭდვა
1კ1