წმინდა მოწამენი: ელპიდი, მარკელე და ევსტოქი (+361-363) - 15 (28) ნოემბერი
წმინდა მოწამენი: ელპიდი, მარკელე და ევსტოქი (+361-363) - 15 (28) ნოემბერი
წმინდა მოწამენი: ელპიდი, მარკელე და ევსტოქი იმპერატორ იულიანე განდგომილის (361-363) ზეობისას ეწამნენ. წმინდა ელპიდის სასახლის კარზე დიდი თანამდებობა ეჭირა. ქრისტეს აღსარებისთვის იგი მარკელესთან და ევსტოქისთან ერთად შეიპყრეს და მეფის სამსჯავროზე წარადგინეს. მოწამეებმა მრავალი სატანჯველი დაითმინეს, რის შემდეგაც უღმერთოებმა ცეცხლში დაწვეს. იმ ადგილას, სადაც ქრისტიანებმა წმინდანთა პატიოსანი ნაწილები დაკრძალეს, ქრისტეს სასწაულებრივი გამოცხადება მოხდა ანგელოზთა დასთან ერთად და უფალმა ელპიდი მკვდრეთით აღადგინა. იმპერატორმა ბრძანა, კვლავ შეეპყროთ წმინდა მოწამე. უფლის რჩეულის წამების დროს მისი ლოცვით მახლობლად მდგარი კერპები ერთიანად შეიმუსრა. ამ სასწაულის მხილველი ექვსი ათასზე მეტი წარმართი მოექცა ქრისტიანობაზე, წმინდა ელპიდი კი ხელახლა დაწვეს.
"წმინდანთა ცხოვრება", ტ. IV, თბილისი, 2003 წ.

ბეჭდვა
1კ1