წმინდა მოწამე ანტიოქე სოლცელი (+დაახლ. 125) - 13 (26) ნოემბერი, 13 (26) დეკემბერი, 20 ივლისი (02 აგვისტო)
წმინდა მოწამე ანტიოქე სოლცელი (+დაახლ. 125) - 13 (26) ნოემბერი, 13 (26) დეკემბერი, 20 ივლისი (02 აგვისტო)
წმინდა ანტიოქე ექიმი იყო, იმპერატორ ანდრიანეს დროს (117-138) ცხოვრობდა და ქრისტეს სიყვარულისთვის კუნძულ სარდინიაზე გადაასახლეს, შემდეგ კი იქიდან სარდინიის ნაპირებთან ახლოს მდებარე პატარა კუნძულ სოლცზე გადაიყვანეს. წმინდანი მღვიმეში ცხოვრობდა და ქრისტეს ქადაგებდა, რისთვისაც დააპატიმრეს და კალიაროსში უნდა წაეყვანათ. მაგრამ ის ამ დროს მოულოდნელად გარდაიცვალა. მისი წმინდა ნაწილების აღმოყვანება მოხდა 1615 წელს და გადაასვენეს ჯერ იგლეზნიასის საკათედრო ტაძარში, შემდეგ კი კალიაროსის ტაძარში.

ზოგიერთი მკვლევარი მას ანტიოქე სებასტიელთან აიგივებს. წმინდანის ხსენება 13 ნოემბერს, 13 დეკემბერს და 20 ივლისს (წმინდა ნაწილთა აღმოყვანება).

ბეჭდვა
1კ1