წმინდა მოწამენი: ანტონინე, ნიკიფორე, გერმანე, ზევინი და მანეფა (მანეთა, ენაფადა) (+308) - 13 (26) ნოემბერი
წმინდა მოწამენი: ანტონინე, ნიკიფორე, გერმანე, ზევინი და მანეფა (მანეთა, ენაფადა) (+308) - 13 (26) ნოემბერი
ეს წმინდა მოწამენი იმპერატორ მაქსიმიანე გალერიუსის დროს, 308 წელს, პალესტინის კესარიაში ეწამნენ ქრისტეს სიყვარულისთვის. ანტონინე მოხუცებული იყო, ნიკიფორე ახალგაზრდა, ხოლო გერმანე საშუალო ასაკისა. ერთხელ მათ დაინახეს, რომ ქალაქის თავი ფირმილიანე კერპებს მსხვერპლს შესწირავდა, მაშინ ანტონინე, გერმანე, ნიკიფორე და ზევინი მივიდნენ მასთან და მოუწოდეს რომ მხოლოდ ქვეყნის შემოქმედი ღმერთისთვის ეცა თაყვანი. მმართველმა მოსთხოვა ვინაობა ეთქვათ, შემდეგ კი სიკვდილი მიუსაჯა, ისე რომ, არც უწამებია.

შემდეგ სკითეპოლისელი (დღევანდელი ბეით-შეინი, ისრაელში) ქალწული სახელად მანეფაც წმინდა მოწამეებთან ერთად შეიპყრეს. შესარცხვენად ჯერ შიშველი ჩამოატარეს ქალაქში და შემდეგ სხვადასხვა სატანჯველი შეამთხვიეს, რომელთაგან ის ღვთის შეწევნით უვნებელი გამოვიდა. წმინდა მანეფამ ბევრი სასწაული მოახდინა, და მრავალი ადამიანი ჩამოაცილა კერპთაყვანისცემის სიბნელეს, ჭეშმარიტი რწმენა ასწავა და ქრისტესთან მიიყვანა. ამისთვის მას ცეცხლში ცოცხლად დაწვა მიუსაჯეს. როცა ღუმელი გაახურეს, წმინდა მანეფა თვითონ შევიდა შიგნით და სული თვისი ჩააბარა უფალს. სვინაქსარი მას ენაფადას ეძახის.

ბეჭდვა
1კ1