წმინდა მოწამე დრაკონი (IV) - 11 (24) ნოემბერი
წმინდა მოწამე დრაკონი (IV) - 11 (24) ნოემბერი
წმინდა დრაკონი ქალდეაში, სოფელ არავრაკში მდიდარ ოჯახში დაიბადა. ყრმობიდანვე ის ღვთისმოსაობით გამოირჩეოდა. ქრისტიანების დევნის დროს დრაკონმა მოწამეობის ღვაწლის ტვირთვა გადაწყვიტა. მან თავისი ქონება გლახაკებს გაუნაწილა და თვითომ ნიკეაში მმართველ დეციუსის წინაშე თავისი ქრისტიანობა აღიარა. იგი საშინლად აწამეს, მაგრამ უფლის ანგელოზმა წყლულებისაგან განკურნა. ამ სასწაულის ხილვის შემდეგ 3000-მა წარმართმა ქრისტე იწამა. შემდეგ წმინდანი დიოკლეტიანეს მიუყვანეს, მანაც აწამა და როცა ვერ მოდრიკა, უკან დეციუსთან გააგზავნა და მისი წამების გაგრძელება უბრძანა. როცა წმინდა დრაკონის წამებისას ზეციდან გარდამოსულმა ცეცხლმა ჯალათები მოსწვა, ხოლო წმინდანის დასერილი სხეული გამრთელდა, კიდევ ხუთი ათასი ადამიანი მოექცა ქრისტეს სჯულზე. ამის მერე წმინდა დრაკონს თავი მოჰკვეთეს. ეს მოხდა IV საუკუნის დასაწყისში.

ბეჭდვა
1კ1