წმინდა მოწამე ანტონი, აპამეელი (V) - 09 (22) ნოემბერი
წმინდა მოწამე ანტონი, აპამეელი (V) - 09 (22) ნოემბერი
სავარაუდოდ, ამ წმინდა კაცს V საუკუნეში უნდა ეცხოვრა, ტომით სირიელი გახლდათ, ხელოსანი - თავს ქვის თლით ირჩენდა.
ანტონი გულმხურვალედ ცდილობდა, თანამემამულე წარმართნი სულიერი სიბნელიდან გამოეტაცნა, თუმცა, ამაოდ.
მაშინ ერთ უდაბნოს განუმარტოვდა, სადაც განდეგილ მამას, სახელად - ტიმოთეს შეხვდა.
სამ წელს იღვაწეს ერთად, შემდეგ კი ანტონმა კვლავ უკან დაბრუნება განიზრახა, რადგან იმედოვნებდა, ახლა მაინც შეძლებდა თავისიანების მოქცევას, შინ წარმართულ დღესასწაულზე დაბრუნდა და განრისხებულმა ყველას თვალწინ შემუსრა უსულო კერპნი.
თვალდაბრმობილებმა მყისვე შეიპყრეს და უმოწყალოდ გვემეს, ხოლო როდესაც გონს მოვიდა და მოძრაობა შეძლო, აპამეას მიაშურა და იქაურ ეპისკოპოსს ყოვლადწმინდა სამების სახელზე ტაძრის აგებისთვის კურთხევა გამოსთხოვა.
ამ ამბით უარესად გულმოსული წარმართები ნეტარს თავს ტაძრის შენებისას, ღამით დაესხნენ და აკუწეს.
ბეჭდვა
1კ1