წმინდა მოწამენი: ავქტი, ტავრიონი და თესალონიკია, ამფიპოლელნი, მაკედონელნი - 07 (20) ნოემბერი
წმინდა მოწამენი: ავქტი, ტავრიონი და თესალონიკია, ამფიპოლელნი, მაკედონელნი - 07 (20) ნოემბერი
ეს მარტვილნი მაკედონიის ქალაქ ამფიპოლში, ჩვენთვის უცნობ ჟამს ევნენ ქრისტესთვის.

წმინდა თესალონიკია სახელგანთქმული წარმართი ქურუმის, კლეონის ასული გახლდათ. როდესაც მამამისმა მისი გაქრისტიანების შესახებ შეიტყო, ყოველგვარად შეეცადა, ასულისთვის ქრისტეზე უარი ეთქმევინებინა, თუმცა, ამაოდ.
მაშინ გაცოფებულმა თესალონიკია გააშიშვლა და მანამ აგვემინა ოთხ მამაკაცს, სანამ ნეკნები არ შეუმუსრა, შემდეგ კი შინიდან განდევნა.

ამ საშინელი ტანჯვით აღშფოთებული ორი ქრისტიანი, ავქტი და ტავრიონი ხმამაღლა ჰყვედრიდნენ კლეონს სისასტიკეს, რამაც ისეც გამხეცებულ წარმართს გონი მთლად წაართვა, შეიპყრო, თესალონიკიას მსგავსად შიშვლები გვემა, შემდეგ კი - ქვეშევრდომთ მათი ქვით ჩაქოლვა უბრძანა.

ნეტარნი მახლობელ ტბას მისცეს, თუმცა, ღვთის წყა¬ლობით, ყოველივეს უვნებლად გადაურჩნენ, რის შემდეგაც ორივეს თავები მოჰკვეთეს.

* * *
ამავე დღეს არის ხსენება წმინდისა ათინოდორესი, ძმისა წმინდისა გრიგოლ საკვირველმოქმედისა

ბეჭდვა
1კ1