ხსენება წმინდა დომნინესი, რომელი იწამა კესარიას პალესტინისასა და მისთანა წამებულთა (+დაახლ. 308) - 05 (18) ნოემბერი
ხსენება წმინდა დომნინესი, რომელი იწამა კესარიას პალესტინისასა და მისთანა წამებულთა (+დაახლ. 308) - 05 (18) ნოემბერი
დაახლოებით 308 წელს, დიოკლეტიანესეული საში¬ნელი დევნა მაქსიმინემ უარესად გაამძაფრა და პალესტინის უამრავი ქრისტიანი წამებით გამოასალმა სიცოცხლეს.

მისივე ბრძანებით, შეიპყრეს მთელ პალესტინაში ქრისტეს ერთგულებით და პატიოსნებით ცნობილი დომნინეც და თანამოღვაწეებთან ერთად გაუგონარი სისასტიკით აწამეს, - ტიმოთეს, თეოფანეს და თეოტიმს გლადიატორთა მსგავსად იქამდე უბრძანა ბრძოლა, სანამ სული არ აღმოხდათ, დარბაისელი ხუცესი, - ავქსენტი კი - გარეულ მხეცთ მისცა დასაგლეჯად.

ევფსიქი (ევტიქი) და კარტერიოსი კი - ჯერ საზარლად შეურაცხყო, შემდეგ - კატორღაში გაგზავნა, სადაც აუტანელი შრომისა და სიცხისგან გარდაუვალი სიკვდილი ელოდათ.

სამი უმანკო ქალწული ჯერ საროსკიპოში წააბილწვინა, შემდეგ, ამასაც არ დასჯერდა და სხვა უამრავ ქრისტიანთან ერთად, რომელთა სახელებიც ოდენ ღმერთმა უწყის, უმოწყალოდ ტანჯა.

* * *
ამავე დღეს არის ხსენება წმინდათა მოწამეთა: კასტორისა და აღათანგელოზისა

* * *
ამავე დღეს არის ხსენება ღირსისა კანონიკასი, კონსტანტინოპოლელი თავადის ასულისა, იორდანიის უდაბნოში მოღვაწისა

ბეჭდვა
1კ1