მღდელმოწამენი: ნიკანდრე, მირონელი ეპისკოპოსი და ერმი ხუცესი (I) - 04(17) ნოემბერი
მღდელმოწამენი: ნიკანდრე, მირონელი ეპისკოპოსი და ერმი ხუცესი (I) - 04(17) ნოემბერი
ამ ორ მოწამეს ხელი მოციქულმა ტიტემ დაასხა, - კრეტის პირველმა ეპისკოპოსმა (ხსენება 25 აგვისტოს). მათი წყალობით მრავალი წარმართი მოიქცა, რის გამოც მეფისნაცვალ ლიბანიუსთან დაასმინეს.

ამ უკანასკნელმა ნეტარნი ცხენს გამოაბეს და მანამ ათრევინა, სანამ ხორცი მთლად არ დაეფლითათ, შემდეგ - ხის დაფით გვემა, ბოლოს კი - სამივე ცეცხლს მისცა.

მაგრამ ოდეს ამ საზარელ წამებას, რაღაც სასწაულით, უვნებლად გადაურჩნენ, ტირანმა ახალი სატანჯველი მოიფიქრა და ბრძანა, გულსა და მთელ შიგნეულში ლურსმნები გაეყარათ, თუმცა, ვერც ამჯერად მოაკვდინა.

მაშინ, მოთმინებადაკარგულმა, სამივე ღრმა ორმოში ჩაყარა და ზედ მიწა მიაყარა.

ბეჭდვა
1კ1