წმინდა მოწამე გიორგი დამასკელი - 03 (16) ნოემბერი
წმინდა მოწამე გიორგი დამასკელი - 03 (16) ნოემბერი
ჩვენთვის უცნობ ჟამს დამასკოში ერთი მუსლიმანი ცხოვრობდა, რომელსაც მონად შავკანიანი ქრისტიანი ჰყავდა.
იგი ყრმობაშივე წაურთმევიათ მშობლებისთვის, შემდეგ, ბატონის იძულებით, ისლამი მიუღია, თუმცა, სრულ ასაკს მიღწეულს კვლავ ქრისტე შეუმოსავს.

ეს ამბავი სხვა მონებმა მაშინვე ამცნეს ბატონს, რომელმაც გიორგის მოუწოდა და მასთან ერთად უბრძანა ლოცვა, თან შეჰპირდა, - თუ ისლამს მიიღებ, პატივს და თავისუფლებას გიბოძებო!

როდესაც მისი სიმტკიცე ვერაფრით მოდრიკა, გაცოფებულმა გაკოჭა, მიწაზე დასცა და ბრძანა, ოთხ ბოძს შორის გაეჭიმათ, შემდეგ კი მახვილი აღიღო და ნეტარი შუაზე გადაჭრა.

დამასკოს ქრისტიანებმა მოწამის სხეული გააპატიოსნეს და ქალაქგარეთ დაკრძალეს, სადაც მოგვიანებით მისი სახელობის სამლოცველოც ააგეს.

* * *
ამავე დღეს არის ხსენება წმინდათა მოწამეთა: დაკიოსისა, სევიროსისა, ანდრონისა, თეოდოტესი და თეოდოსიასი, მახვილით განგმირულთა

* * *
ამავე დღეს არის ხსენება ღირსისა მამისა ილიასი, მეგვიპტელისა

* * *
ამავე დღეს არის ხსენება ცხრა წმინდა მოწამისა, მახვილით განგმირულთა

* * *
ამავე დღეს არის ხსენება ოცდარვა წმინდა მოწამისა, რომელთაც სიკვდილი ცეცხლში მიიღეს

ბეჭდვა
1კ1