წმინდა მოწამენი: ატივე, ევდუქსი, აღაპი, მარინო, უკეანო, ევსტრატი, კატერი, ნიკტოპოლინე, სტრაკი, ტოვია (ტოფია), იუსტუკარი, პაქტოსი და მოყუასნი მათნი (+320) - 03 (16) ნოემბერი
წმინდა მოწამენი: ატივე, ევდუქსი, აღაპი, მარინო, უკეანო, ევსტრატი, კატერი, ნიკტოპოლინე, სტრაკი, ტოვია (ტოფია), იუსტუკარი, პაქტოსი და მოყუასნი მათნი (+320) - 03 (16) ნოემბერი
ქრისტეს ეს რჩეულნი იმპერატორ ლიცინიუსის ზეობისას (დაახლოებით, 315 წელი) სებასტიელი მეომრები იყვნენ და სხვა მეომართაც განანათლებდნენ, იმათ კი, ვინაც ქრისტე მიიღო, მაგრამ რწმენაში ჯერაც მერყეობდნენ, განამტკიცებდნენ.

მალე აღმსარებელნი შეიპყრეს და ჯერ ქალაქის მმართველს, ავქსანონს მიჰგვარეს, შემდეგ კი - გუბერნატორ მარკუს აგრიკოლას, რომელმაც მთავარსარდალ მარკელას გაუგზავნა საწამებლად.

ჯალათებმა ხარის ძარღვებით გვემეს წმინდანები, შემდეგ - კბილები დააგლიჯეს, შემდეგ კი მარკელა კარტერს მიუბრუნდა და უთხრა:

- შენ ხარ ის, ვინაც ხალხი გარყვნა და იმპერატორის საწინააღმდეგოდ განაწყო!

- იმპერატორის წინააღმდეგ არავინ ამიმხედრებია, არამედ მარადი ხელმწიფის, - ქრისტეს გზისკენ მოვუწოდებდი.

სტრაკი და ტოვიასაც თანამოღვაწეთა მსგავსად წამებით გამოასალმეს სიცოცხლეს.

ბეჭდვა
1კ1