წმინდა მოწამენი: კვირინეა და იულიანია, კილიკიელნი (+303-305) და ამავე დღეს ხსენებული სხვა მოწამენი, მათ შორის რუსი ახალმოწამენიც - 01 (14) ნოემბერი
წმინდა მოწამენი: კვირინეა და იულიანია, კილიკიელნი (+303-305) და ამავე დღეს ხსენებული სხვა მოწამენი, მათ შორის რუსი ახალმოწამენიც - 01 (14) ნოემბერი
ეს მარტვილნი დიოკლეტიანესეული დიდი დევნისას, 303-305 წლებში ევნენ.

კვირინეა წარმოშობით ქალაქ ტარსოსიდან გახლდათ, იულიანა კი - როსოსიდან (როსიდან). ისინი კილიკიის მმართველის, - მარკიანეს ბრძანებით შეიპყრეს და კერპთა თაყვანისცემა უბრძანეს, თუმცა, ვერც სიტყვით და ვერც - მუქარით ვერას გახდნენ.

მაშინ ჯალათებმა კვირინეას თმა და წარბები გადაპარსეს, გააშიშვლეს და სახედარზე გადამჯდარი ოთხგზის შემოატარეს ქალაქს, თან გამუდმებით გვემდნენ ჯოხებით.

იგი კი ჰმადლობდა უფალს, ესოდენ დიდებას რომ მიამთხვია.

როსოსს რომ მიაღწიეს, ნეტარი კვირინეა წმინდა იულიანასთან ერთად მისცეს ცეცხლს და ცოცხლად დაწვეს.

* * *

ამავე დღესაა ხსენება წმინდათა მოწამეთა: კესარიონისა, დასიოსისა და 5-თა მათ თანა: საბასი, საბინიანესი, აღრიპასი, ადრიანესი და თომა ჩვილისა, რომელნი დამასკოს აღესრულნენ (VII)

* * *

ხსენება წმინდისა მოწამისა ელენესი, სინოპელისა (XVIII) - 01 (14) ნოემბერი

* * *

ხსენება მღვდელმოწამეთა: ალექსანდრე სმირნოვისა და თეოდორე რემეზოვისა, პრესვიტერთა (+1918), მღვდელ- მოწამეთა: ალექსანდრე შალაიასი და დიმიტრი ოვეჩკინისა პრესვიტერთა, მოწამისა ელისაბედ სამოვსკაიასი (+1937), მოწამისა პეტრე იგნატოვისა (+1941)
ბეჭდვა
1კ1