მღვდელმოწამენი: იოანე ეპისკოპოსი და იაკობ ხუცესი, რომელსა ეწოდა მოშურნე - სპარსეთს წამებულნი (+დაახლ. 345) - 01 (14) ნოემბერი
მღვდელმოწამენი: იოანე ეპისკოპოსი და იაკობ ხუცესი, რომელსა ეწოდა მოშურნე - სპარსეთს წამებულნი (+დაახლ. 345) - 01 (14) ნოემბერი
ეს მარტვილნი სპარსეთს შაპურ მეორის მეფობისას, 309-379 წლებში ცხოვრობდნენ და ქადაგებით მრავალი თანამემამულე მოაქციეს.
ერთხელ ეპისკოპოსმა იოანემ სიზმრად საკვირველი კაცი იხილა, ხელში მახვილით, რომელზედაც გვირგვინი წამოეგო და აუწყა: - აჰა, გვირგვინი, რომელიც ასე გწყუროდა! რის შემდეგაც თავზე საკუთარი ხელით, მოწიწებით დაადგა იგი.

რამდენიმე დღის შემდგომ შაპურ მეორის ბრძანებით, იოანე თანამოღვაწე იაკობთან ერთად შეიპყრეს და საზარელი წამებით ამოხადეს სული.

ბეჭდვა
1კ1