წმინდა ეპიმაქე რომაელი და მისი მოწაფე გორდიანე (IV) - 31 ოქტომბერი (13 ნოემბერი)
წმინდა ეპიმაქე რომაელი და მისი მოწაფე გორდიანე (IV) - 31 ოქტომბერი (13 ნოემბერი)
იულიანე განდგომილის ზეობისას (361-363 წწ), იმპერატორის ერთ-ერთმა მოხელემ შეიტყო, რომ ეპიმაქე და გორდიანე ქრისტიანები იყვნენ. მმართველის წინაშე წარმდგარმა ქრისტიანებმა არ უარყვეს თავიანთი რწმენა, პირიქით, თამამად და ამაყად დაადასტურეს. წარმართი მსაჯული მოუწოდებდა ეპიმაქესა და გორდიანეს უერყოთ უფალი ჩვენი იესო ქრისტე, რაზედაც ერთგულმა აღმსარებლებმა მტკიცე უარი განაცხადეს. განუმარტეს, რომ შეუძლებელია საღ გონებაზე მყოფმა ადამიანმა უარყოს ხილული და უხილავი სამყაროს შემოქმედი ღმერთი. მაშინ მმართველმა ბრძანა, ორივესთვის მოეკვეთათ თავი.

ბეჭდვა
1კ1