წმინდა ალექსანდრე, კრონიონი, იულიანე, მაკარი და მათთან ერთად ცამეტი ალექსანდრიელი მოწამე (დაახლ. 249-251) - 30 ოქტომბერი (12 ნოემბერი)
წმინდა ალექსანდრე, კრონიონი, იულიანე, მაკარი და მათთან ერთად ცამეტი ალექსანდრიელი მოწამე (დაახლ. 249-251) - 30 ოქტომბერი (12 ნოემბერი)
დეციუსის მიერ ქრისტიანთა დევნისას დაახლოებით 250 წელს წმინდა ალექსანდრე ალექსანდრიის გუბერნატორის წინაშე წარადგინეს წარმართებმა როგორც ქრისტიანი და დაკითხეს. ალექსანდრე ავადმყოფობისგან დაუძლურებული იყო, ამიტომ თან ახლდა მსახური კრონიონი. ორივემ ღირსეულად დაიცვა და არ უარყო ქრისტიანული რწმენა. მაშინ ორივე დასხეს ვერბუდაზე და სახალხოდ აიგდეს მასხრად, მრავალგვარი წამების შემდეგ ალექსანდრემაც და მისმა მსახურმა კრონიონმაც სული უფალს შეჰვედრეს.

ალექსანდრიის მმართველის წინაშე მოგვიანებით იულიანე და მაკარიც წარდგნენ, როგორც ქრისტიანები, მათაც მრავალგვარი ტანჯვა დაითმინეს ქრისტეს სახელით. იმ დროს მათთან ერთად კიდევ ცამეტი ალექსანდრიელი ეწამა.

ბეჭდვა
1კ1