მღვდელმოწამე მარკიანე - სირაკუზელი ეპისკოპოსი (II) - 30 ოქტომბერი (12 ნოემბერი)
მღვდელმოწამე მარკიანე - სირაკუზელი ეპისკოპოსი (II) - 30 ოქტომბერი (12 ნოემბერი)
მღვდელმოწამე მარკიანე - სირაკუზელი ეპისკოპოსი, პეტრე მოციქულის მოწაფე იყო. მისგან იქნა ხელდასხმული მღვდლად ანტიოქიაში. იგი ღვთის სიტყვის საქადაგებლად სიცილიაში გაგზავნეს. წმინდა მარკიანე ქალაქ სირაკუზის მახლობლად გამოქვაბულში დამკვიდრდა და მოშურნედ ქადაგებდა ქრისტეს სარწმუნოებას. მოციქულმა პეტრემ ქალაქ სირაკუზის მღვდელმთავრად აკურთხა. მარკიანე ადგილობრივ წარმართებს იმ სასწაულებით აოცებდა, რომლებსაც ღვთის შეწევნით და კურთხევით აღასრულებდა. მალე ადგილობრივი წარმართები მარკიანეს ქადაგებით უფალი ჩვენი იესო ქრისტეს რჯულზე მოექცნენ და ნათელ-იღეს. სირაკუზში მცხოვრები ებრაელები შურით აღივსნენ მარკიანეს მიმართ იტალიის ქალაქ გაეტში. მღვდელმოწამის საფლავზე შემდგომში დიდებული ტაძარი ააგეს.

ბეჭდვა
1კ1