წმინდა მოწამე ევტროპია (+დაახლ. 250) - 30 ოქტომბერი (12 ნოემბერი)
წმინდა მოწამე ევტროპია (+დაახლ. 250) - 30 ოქტომბერი (12 ნოემბერი)
წმინდა ევტროპია ცხოვრობდა ალექსანდრიაში III საუკუნის შუა ხანებში. იგი ხშირად ნახულობდა პყრობილ ქრისტიანებს და სატანჯველების დათმენისაკენ მოუწოდებდა. ამისთვის ისიც შეიპყრეს და სამსჯავროზე წარადგინეს იგემონ აპელიანომთან. ნეტარმა უღმრთო მსაჯულის წინაშე მტკიცედ აღიარა ქრისტე. ეგემონმა ევტროპიას წამება ბრძანა. ნეტარს ჩირაღდნებით უწვავდნენ სხეულს. ცეცხლის ალი ვერას აკლებდა ევტროპიას სხეულს, მას ძე ღვთისა იცავდა. ჯალათებიც კი ხედავდნენ მის გვერდით გასხივოსნებულ მამაკაცს, რომელიც ცეცხლის ალს არ აძლევდა საშუალებას დაეწვა წმინდანის სხეული. ბოლოს, ნეტარს თავი მოჰკვეთეს. ევტროპიამ სიხარულით და მადლიერებით შეჰვედრა სული უფალს. ეს მოხდა დაახლოებით 250 წელს.

ბეჭდვა
1კ1