წმინდა ტიმოთე ესთიგმენელი (+1820) - 29 ოქტომბერი (11 ნოემბერი)
წმინდა ტიმოთე ესთიგმენელი (+1820) - 29 ოქტომბერი (11 ნოემბერი)
წმინდა ტიმოთე ესთიგმენელი XIX საუკუნის დასაწყისში თრაკიის სოფელ პარაოპაში ცხოვრობდა ცოლსა და ორ ქალიშვილთან ერთად. ტიმოთეს მეუღლე აცდუნა ეშმაკმა, დატოვა ოჯახი, უარყო რწმენა და თურქებთან წავიდა საცხოვრებლად. ცოტა ხნის შემდეგ ქალი მიხვდა თავის დანაშაულს, სინანული დაეუფლა და ქმარს სთხოვა შენდობა და შველა, რათა თავი დაეღწია თურქებისათვის. ტიმოთე გაახარა ცოლის სინანულმა და დაეხმარა თავი დაეღწია ბარბაროსი თურქისაგან. ცოლ-ქმარმა აღთქმა დადო, რომ უარს იტყოდნენ საერო ცხოვრებაზე და ასეც მოიქცნენ. ტიმოთეს მეუღლე დედათა მონასტერში აღიკვეცა მონაზვნად, თავად ტიმოთემ კი ათონის წმინდა მთას მიაშურა. დიდხანს იყო ათონის დიდი ლავრის მებაღე. წმინდა აღათანგელოზ ესთიგმენელის ნებაყოფლობითი მოწამებრივი ცხოვრების მოსმენის შემდეგ ტიმოთე აღენთო სურვილით - უფალთან უფრო ახლო ყოფილიყო თავისი ცხოვრების წესით და წავიდა ესთიგმენის მონასტერში, სადაც გარკვეულ მორჩილებებს აღასრულებდა. როცა მიხვდა, რომ მოწამებრივი სიკვდილისთვის მზად იყო, წავიდა შავი ზღვის სანაპიროზე. ტიმოთემ გზად ნახა იმავე სურვილით შეპყრობილი დიაკონი გერმანე და პრესვიტერი ეფემია. ისინი მივიდნენ იმ სოფელში, სადაც წლების წინ ტიმოთემ თურქებს თავი მოაჩვენა, ვითომ ისლამი მიიღო და ამ გზით იხსნა მეუღლე ურჯულოებისაგან. ახლა უკვე ბერმა თამამად განუცხადა თურქებს, რომ ის ყოველთვის ქრისტიანი იყო და თავისი ღმერთისთვის არასდროს უღალატია. თურქებმა მას სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს.

ღირსი ტიმოთე და ეფემია ადრიანოპოლში გაგზავნეს და იქ საპყრობილეში ჩააგდეს. მალე მათ დიაკონი გერმანეც შეუერთდა. მამები მთელ ღამეებს ლოცვასა და ფსალმუნთა გალობაში ატარებდნენ.

1820 წლის 29 ოქტომბერს (ახ. სტილით 11 ნოემბერს) წმინდა ტიმოთეს თავი მოჰკვეთეს.

ბეჭდვა
1კ1