წმინდა მოწამეები: კლავდიოსი, ასტერიოსი, ნეონი და თეონილა (+დაახლ. 285-288) - 29 ოქტომბერი (11 ნოემბერი)
წმინდა მოწამეები: კლავდიოსი, ასტერიოსი, ნეონი და თეონილა (+დაახლ. 285-288) - 29 ოქტომბერი (11 ნოემბერი)
ძველი სტილით 29 ოქტომბერს (ახალი სტილით 11 ნოემბერს) მართლმადიდებელი ეკლესია იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) ზეობისას კილიკიაში ქრისტესთვის წამებულ და-ძმას: კლავდიოსს, ასტერიოსს, ნეონს და თეონილას იხსენიებს. და-ძმას დედა ადრე გარდაეცვალა, მალე მამითაც დაობლდნენ და მათზე მეურვეობა დედინაცვალს, მამის მეორე ცოლს დაეკისრა. მას სურდა, გერები თავიდან მოეცილებინა, რათა ოჯახის ქონებას დაპატრონებოდა, ამიტომ კილიკიის იმდროინდელ მმართველ ლისიუსს გადასცა ისინი და მოახსენა, რომ მისი გერები ქრისტიანები იყვნენ. ლისიუსმა დაკითხა ისინი და შეეცადა დაერწმუნებინა, უარი ეთქვათ ქრისტიანობაზე, თუმცა ამაოდ. კილიკიის მტარვალმა მმართველმა განსაკუთრებული სისასტიკით აწამა და-ძმა: კლავდიოსს სხეული დაუსერეს, თითები დააძრეს და ფეხები დაუწვეს, ასტერიოსს კბილები დააძრეს და ფეხები დაუწვეს, ასევე ცეცხლით აწამეს ნეონი. მაცხოვრის სარწმუნოების ერთგული ძმები: კლავდიოსი, ასტერიოსი და ნეონი საშინელი სატანჯველების შემდეგ ქალაქგარეთ გაიყვანეს და ჯვარს აცვეს, მათი და - კეთილმსახური ქვრივი თეონილა კი მარგილებს შორის გაჭიმეს, ქამრებით სცემეს, მუცელზე ცხელი ნახშირი დააყარეს. ამ სასტიკი წამების დროს გარდაცვლილი მოწამის ნეშტი ბოლოს ტომარაში ჩააგდეს და ზღვაში დანთქეს.

ბეჭდვა
1კ1