წმინდა მოწამენი: ტერენტი და ნეონილა და მათი შვილები: სარვილე, ფოტიოსი, თეოდულე, იერაქსი, ნიტე, ვილე და ევნიკია (+დაახლ. 249-250) - 28 ოქტომბერი (10 ნოემბერი)
წმინდა მოწამენი: ტერენტი და ნეონილა და მათი შვილები: სარვილე, ფოტიოსი, თეოდულე, იერაქსი, ნიტე, ვილე და ევნიკია (+დაახლ. 249-250) - 28 ოქტომბერი (10 ნოემბერი)
წმინდა მოწამეები - ტერენტი და ნეონილა და მათი შვიდი შვილი - სარვილე, ფოტიოსი, თეოდულე, იერაქსი, ნიტე, ვილე და ევნიკია, დეციუსის (249-250) მიერ ქრისტიანთა დევნისას აღესრულნენ მოწამებრივად. ქრისტიანი ოჯახი წარმართი მმართველის წინაშე წარდგა და თამამად აღიარა აღმსარებლობა. ურჯულოთა მოთხოვნაზე მსხვერპლი შეეწირათ კერპებისათვის ცოლ-ქმარმაც და შვილებმაც უარი განაცხადეს. მაშინ ჯალათებმა სასტიკი წამება დაუწყეს მათ, ჭრილობებზე მარილს აყრიდნენ, ტკივილი რომ გამძაფრებოდათ, სხეულს უშანთავდნენ. ლოცვით ამხნევებდნენ მოწამეები ერთმანეთს. უფალმა შეისმინა მათი ლოცვა და შემწედ და გასაძლიერებლად მფარველი ანგელოზები მოუვლინა, რომლებმაც ღირს მოწამეებს ჭრილობები შეუხორცეს და სრულიად განკურნეს. ამის შემდეგ ქრისტიანი ოჯახი ჯალათებმა მხეცებს მიუგდეს დასაგლეჯათ, თუმცა ღვთის მადლით ცხოველებმაც დაინდეს ისინი. როცა წარმართი ჯალათები ქრისტიანი ოჯახის სიმტკიცეში დარწმუნდნენ, თავები მოჰკვეთეს. ეკლესია III საუკუნეში წამებულ ამ ოჯახს ძველი სტილით 28 ოქტომბერს იხსენიებს.

ბეჭდვა
1კ1