წმინდა მოწამენი: კაპიტოლინა და ეროტიიდა (+304) - 27 ოქტომბერი (9 ნოემბერი)
წმინდა მოწამენი: კაპიტოლინა და ეროტიიდა (+304) - 27 ოქტომბერი (9 ნოემბერი)
წმინდა მოწამე კაპიტოლინა კესარიის კაპადოკიაში დიდგვაროვან და მდიდარ ოჯახში დაიბადა. მის გულში უფლის სიყვარულის ცეცხლი ენთო და სრულიად გულგრილი იყო ამსოფლიური ამაოებების მიმართ. მან მთელი ქონება გლახაკებს დაურიგა, გაათავისუფლა მონები და დიოკლეტიანეს მიერ კაპადოკიაში დანიშნულ ურჯულო მმართველთან წარდგა, აღიარა თავისი მრწამსი. წარმართ მმართველს არ სურდა სახალხოდ დაესაჯა კაპადოკიის ცნობილი ოჯახის შვილი. კაპიტოლინამ მას ხმამაღლა უთხრა, რომ მისი ოჯახისთვის იმაზე მეტი პატივი არაფერი იყო, ქრისტეს მოწამე გაეზარდა. მმართველმა წმინდა კაპიტოლინა საპყრობილეში ჩააგდო, მეორე დღეს კი მახვილით განგმირა. როცა მისმა მსახურმა, წმინდა ეროტიიდამ თავისი ქალბატონის ჯალათი ნახა, სახეში ქვა ესროლა. ამისთვის იგი ხარის ძარღვებითა და კეტებით სასტიკად გვემეს. მეორე დღეს ნეტარი გახურებულ ღუმელში შეაგდეს, მაგრამ სასწაულებრივ უვნებლად გადარჩა. ბოლოს უღმრთოებმა მას თავი მოჰკვეთეს.

ბეჭდვა
1კ1