წმინდა მოწამე იოასაფი (+1536) - 26 ოქტომბერი (8 ნოემბერი)
წმინდა მოწამე იოასაფი (+1536) - 26 ოქტომბერი (8 ნოემბერი)
წმინდა იოასაფი ცხოვრობდა XVI საუკუნეში. ის იყო ბერი და კონსტანტინოპოლელი პატრიარქის ნიფონტეს მოწაფე. ბერი ღირს ნიფონტესთან ერთად იყო ათონზე. ბერს ძა¬ლიან უყვარდა უფალი და გადაწყვიტა სიცოცხლე დაეთმო მის გამო, ამიტომ პატრიარქს სთხოვა კურთხევა მოწამეობისათვის. სიკვდილის წინ პატრიარქმა შეუსრულა თხოვნა იოასაფს და მისცა კურთხევა, თან უწინასწარმეტყველა წამება კონსტანტინოპოლში.

ბერი იოასაფი ღირსეულად წარდგა თურქული სამსჯავროს წინაშე და აღიარა თავისი რწმენა ყოვლადწმინდა სამებისა. მის შემდეგ ნეტარი ბერი აწამეს და ბოლოს თავი მოჰკვეთეს. ეს მოხდა 1516 წლის 26 ოქტომბერს.

ბეჭდვა
1კ1