წმინდა მოწამეები ალექსანდრე ეპისკოპოსი, ჰერაკლე მხედარი და ოთხი დედა: ანა, ელისაბედი, თეოდოტია და გლიკერია (II-III) ) - 22 ოქტომბერი (4 ნოემბერი)
წმინდა მოწამეები ალექსანდრე ეპისკოპოსი, ჰერაკლე მხედარი და ოთხი დედა: ანა, ელისაბედი, თეოდოტია და გლიკერია (II-III) ) - 22 ოქტომბერი (4 ნოემბერი)
წმინდა მოწამეები ალექსანდრე ეპისკოპოსი, ჰერაკლე მხედარი და დედანი: ანა, ელისაბედი, თეოდოტია და გლიკერია ქრისტეს აღსარებისთვის III საუკუნეში ეწამნენ ქალაქ ადრიანოპოლში. ეპისკოპოსი ალექსანდრე მოღვაწეობდა II-III საუკუნეების მიჯნაზე. დევნის მიუხედავად, ის გაბედულად ქადაგებდა მაცხოვნებელ სწავლებას წარმართთა შორის და მრავალი უღმრთო აზიარა ქრისტეს ნათელს. იმ ოლქის მმართველმა, სადაც წმინდა მღვდელმთავარი მსახურობდა, მეომრებს უბრძანა, მღვდელმთავრის შეპყრობა. წარმართმა მმართველმა დატყვევებულ მღვდელმთავარს უბრძანა კერპებისთვის შეეწირა მსხვერპლი, რაზედაც ალექსანდრემ მტკიცე უარი განაცხადა, მაშინ მმართველმა მისი წამება ბრძანა. ეპისკოპოსი ალექსანდრე მოთმინებით იტანდა მრავალგვარ სატანჯველს. მისი სიმშვიდით გაოცებულმა მხედარმა ჰერაკლემ ირწმუნა ჭეშმარიტი ღმერთი. სახალხოდ აღიარეს ქრისტე ანამ, ელისაბედმა, თეოდოტიამ და გლიკერიამაც. არც მათ შესწირეს კერპებს მსხვერპლი და სასტიკი წამების შემდეგ ყველას თავი მოჰკვეთეს. ყველაზე ბოლოს ეპისკოპოსმა ალექსანდრემ მიიღო მოწამებრივი აღსასრული.

ბეჭდვა
1კ1