ღირსი ანასტასია კიეველის (+1900) წმინდა ნაწილთა აღმოყვანება - 20 ოქტომბერი (2 ნოემბერი)
ღირსი ანასტასია კიეველის (+1900) წმინდა ნაწილთა აღმოყვანება - 20 ოქტომბერი (2 ნოემბერი)
წმინდა ანასტასია (ერში ალექსანდრა ფრედერიკა) ოლდენბურგის პრინცის, პეტრე ვილჰელმინის ქალიშვილი გახლდათ. მან მიიღო მართლმადიდებლობა და ცოლად გაჰყვა დიდ მთავარს ნიკოლოზ რომანოვს (უფროსს), იმპერატორ ალექსანდრე II-ის ძმას. ის ბევრს იღვწოდა საზოგადოებრივ სარბიელზე. არაერთი საქველმოქმედო საზოგადოება დააარსა, მოიზიდა კაპიტალი და ამის ხარჯზე 23 ინტერნატში 5000 ბავშვი იზრდებოდა. რუსეთ-თურქეთის ომის დროს მან საკუთარი ხარჯებით სანიტარული ჯგუფი შექმნა. ალექსანდრას მკერდის კიბო აღმოაჩნდა, უცხოეთში მკურნალობის შემდეგ კიევში გადასახლდა და იქ დააარსა ღვთისმშობლის საფარველის დედათა მონასტერი. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ალექსანდრა ანასტასიას სახელით ფარულ მონაზვნად აღიკვეცა. მან უქონელთათვის გახსნა კიევში ერთადერთი რენტგენის კაბინეტი, უფასო აფთიაქი, თავშესაფარი და სასწავლებელი მოაწყო ობოლი გოგონებისთვის, ასევე ცალკე თავშესაფარი მოუწყო ბრმებსა და განუკურნებელი სნეულებებით დაავადებულებს. მონასტერში ოთხასი მონაზონი ცხოვრობდა. თვითონაც ძალზე ასკეტურად მყოფობდა თავის უბრალო კელიაში. მთელ შემოსავალს თავის დაარსებულ დაწესებულებებს ახმარდა. ოპერაციებზე ასრულებდა ქირურგის ასისტენტის მოვალეობას, თვალყურს ადევნებდა საავადმყოფოში ავადმყოფთა კვებას და სულიერ მდგომარეობას. 1897 წელს მისი თაოსნობით კიევში რამდენიმე სპეციალიზებული საავადმყოფო ჩამოყალიბდა და აღკვეთეს ტიფის ეპიდემია. 1894 წელს მისი მდგომარეობა გაუარესდა - მასვე დასჭირდა ოპერაცია. მიუხედავად ამისა, მონასტრის ღვთისმსახურებას არ აცდენდა, თვითონვე კითხულობდა ექვსფსალმუნს, ჟამნებს და კანონებს. საფარველის მონასტერი დიდ მისიონერულ საქმიანობასაც ეწეოდა: უშვებდნენ სასულიერო შინაარსის ბუკლეტებს, ყიდდნენ წიგნებსა და ხატებს. წმინდა ანასტასია 1900 წლის 13 აპრილს გარდაიცვალა. 2009 წლის 24 ნოემბერს, უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდა მონაზონი ანასტასია წმინდანად შერაცხა, ხოლო მისი ხსენების დღეებად ბრწყინვალე შვიდეულის ხუთშაბათი და 20 ოქტომბერი –წმინდა ნაწილთა აღმოყვანების დღე დაადგინა.

................................

მღვდელმოწამენი: გერმანე (კოკელი), ეპისკოპოსი; ნიკოლოზ ლუბომუდროვი, ხუცესი (+1918); მღვდელმოწამენი: ზოსიმე პეპენინი, მღვდელი; იოანე განჩევი, მღვდელი; იოანე რეჩკინი, მღვდელი; იოანე როდიონოვი, დეკანოზი; ნიკოლოზ ფიგუროვი, მღვდელი; ლეონიდე ნიკოლსკი, მღვდელი; იოანე ტალიზინი, მღვდელი; ალექსანდრე ორლოვი, მღვდელი; მიხეილ ისაევი, დიაკვანი; პეტრე კრავეცი, დიაკვანი; მოწამე პავლე ბოჩაროვი (+1937)
ამ ახალმოწამეებს მოიხსენიებს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია.

ბეჭდვა
1კ1