წმინდა მოწამე გაბრიელი და კირმიდოლი (ან კრემიდოლი (+1522) - 18 (31) ოქტომბერი
წმინდა მოწამე გაბრიელი და კირმიდოლი (ან კრემიდოლი (+1522) - 18 (31) ოქტომბერი
ქრისტიანი ახალგაზრდები - წმინდა გაბრიელი და კირმიდოლი განათლებული და კეთილშობილი წარმომავლობისა იყვნენ. ისინი XVII საუკუნეში ეგვიპტეს ქალაქ ქაიროში ცხოვრობდნენ. მათ მეზობლად მეჩეთი იყო. მეზობლებს შურდათ, რომ ახალგაზრდები ერთგულნი იყვნენ მამათა რწმენისა და ცილი დასწამეს, მეჩეთის გალავანი არაწმინდებით დასვარესო. გაბრიელი და კირმიდოლი შეიპყრეს და ამირას წარუდგინეს. ამირამ მათ რწმენის შეცვლა მოსთხოვა. უარი მიიღო. მაშინ მეომრები ეცნენ და ფეხებით შედგნენ, წმინდა გაბრიელს თავი მოჰკვეთეს, წმინდა კირმიდოლს კი დანა გაუყარეს მკერდში, ჯერ კიდევ სუნთქავდა, როცა ქვებით თავი გაუჩეჩქვეს. წმინდანთა სხეული ქალაქგარეთ დაწვეს, ფერფლი ქარს გაატანეს. გადარჩა მხოლოდ წმინდა გაბრიელის თავი, რომელიც ერთმა ჯარისკაცმა დამალა და მერე ქრისტიანებს მიჰყიდა. მათ კი წმინდა ალექსანდრიის პატრიარქ იოაკიმე I-ს მიართვეს. პატრიარქმა სიწმინდე კიდობანში ჩაასვენა და დიდი ზეიმით გადაასვენა ქაიროს წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში. წმინდა გაბრიელი და წმინდა კირმიდოლი 1522 წელს აწამეს.

მათ მოიხსენიებს საბერძნეთის ეკლესია.

ბეჭდვა
1კ1