მღვდელმოწამე მნასონი, კვიპროსზე ტამასოსის ეპისკოპოსი (I) - 18 (31) ოქტომბერი
მღვდელმოწამე მნასონი, კვიპროსზე ტამასოსის ეპისკოპოსი (I) - 18 (31) ოქტომბერი
წმინდა მნასონი მოციქულთა დროს ცხოვრობდა კვიპროსზე და წარმართულ ოჯახში დაიბადა. მან რომიდან იერუსალიმამდე იმოგზაურა და ღირს თეოდორესთან ერთად (ხს. 4 ოქტომბერს), შემდეგ კი კვიპროსზე დაბრუნდა და წმინდა ჰერაკლიდეს (ხს. 17 სექტემბერს) დაემოწაფა. ერთხელ მან ტამასოსში წარმართულ ტაძარში ასკლეპიოსის კერპი უფლის სახელის მოხმობით დაამხო. როცა განრისხებული წარმართები მიცვივდნენ, მან მათ შეუბერა, ყველა დაბრმავდა. ამ ამბავმა წარმართები გონს მოიყვანა და ქრისტეს ძალმოსილება იწამეს. წმინდანმა სამასი კაცი განკურნა და მონათლა.

მნასონი თან ახლდა წმინდა ჰერაკლიდეს სამისიონერო მოგზაურობაში ქალაქ პაფოსში, სადაც იმდენივე სასწაული მოახდინა, რამდენიც მისმა სულიერმა ძმამ. ჰერაკლიდეს გარდაცვალების შემდეგ მნასონი ტამასოსის ეპისკოპოსი გახდა. წმინდა მნასონი ხანდაზმული მშვიდობიანად აღესრულა. იგი არ იხსენიება წმინდა ნიკოდიმოსის "სვინაქსარში", მაგრამ პატივს მიაგებენ კვიპროსზე.


ბეჭდვა
1კ1