წმინდა მოწამე მარინი (IV) - 18 (31) ოქტომბერი
წმინდა მოწამე მარინი (IV) - 18 (31) ოქტომბერი
წმინდა მარინი დაიბადა კილიკიის (მცირე აზია) ქალაქ ანაზარვში. იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) მეფობის დროს. იგი წარადგინეს კილიკიის მმართველ არისტობულოს სამსჯავროს წინაშე. წმინდანმა უარი თქვა ქრისტეს ღალატზე და აწამეს: ჯერ მათრახებით სასტიკად სცემეს და მერე ბორკილებდადებული ბნელ მღვიმეში ჩააგდეს. მზის ამოსვლისთანავე ჯალათებმა ხეზე მიაბეს და კვლავ სასტიკად სცემეს,
შემდეგ კი თავი მოჰკვეთეს. მისი წმინდა ნაწილები ორმა ქრისტიანმა ანაზარვში გადაასვენა.

..................................................

ამავე დღეს იხსენიება ორმოცი ყრმა წმინდა მოწამე, მახვილით მოწყვეტილნი
მათზე მოგვითხრობს ბიზანტიური სვინაქსარი.

ბეჭდვა
1კ1