დაკარგული ცხვრის დაბრუნება
დაკარგული ცხვრის დაბრუნება
იოანე მოციქულს ძალიან უყვარდა ბავშვები და ახალგაზრდები. ეფესოში, სადაც ის ცხოვრობდა, ხშირად ესაუბრებოდა ყმაწვილებს, ეხმარებოდა, ეპოვათ ქრისტეს გზა, გზა სიყვარულისა, მშვიდობისა, სიხარულია. განსაკუთრებით შეეჩვია ის ერთ ბავშვს, სადაც იოანე ქალაქიდან გაემგზავრებოდა სხვა მხარეს, სადაც ქადაგება უნდა გაეგრძელებინა, ეპისკოპოსს დაუბარა ეზრუნა ამ ყმაწვილზე, რომ მას ღვთის გზიდან არ გადაეხვია. გავიდა წლები. იოანე მოციქული, უკვე საკმაოდ ხანდაზმული, ეფესოში დაბრუნდა და მაშინვე მოიკითხა ის სიცოცხლით სავსე ბიჭუნა. მოახსენეს, რომ ბიჭი ყაჩაღი გამხდარიყო. დამწუხრდა კეთილი მწყემსი და გაემგზავრა დაკარგული ცხვრის მოსაძებნად. მან უამრავი განსაცდელის შემდეგ იპოვა ის. ფეხებში ჩაუვარდა და გაახსენა ბავშვობა. სასტიკ, გულქვა ყაჩაღს არაფრის მოსმენა არ სურდა. მოხუცმა მოციქულმა უთხრა, რომ იესოს ისევ ელოდება, როდის შეინანებს და დაბრუნდება უკან, მამასთან. ყაჩაღი ნელ-ნელა მოლბა. მოციქული მის ნაცვლად ტიროდა. ბოლოს ყაჩაღმა გულწრფელად მოინანია და ქრისტიანული ცხოვრების წესს დაუბრუნდა.
ბეჭდვა
1კ1