მოციქული და მახარებელი იოანე ღმრთისმეტყველი (98-117 წლები) - 08 (21) მაისი
მოციქული და მახარებელი იოანე ღმრთისმეტყველი (98-117 წლები) - 08 (21) მაისი
წმინდა იოანე ღვთისმეტყველი, მაცხოვრის საყვარელი მოწაფე, ქალაქ ბეთსაიდაში, კეთილმსახური იუდეველების ზებედესა და სალომეას ოჯახში დაიბადა. დედამისი მართალი იოსების, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის დამწინდველის, ასული იყო. ისინი სასოებით მოელოდნენ სანატრელი მესიის მოსვლას და ეს იმედი შვილებსაც გადასცეს უძვირფასეს მემკვიდრეობად. სხვა სიმდიდრე მათ არ გააჩნდათ.

ზებედე მეთევზე იყო. არსობის პურის მოპოვებაში მამას ვაჟები - იაკობი და იოანეც ეხმარებოდნენ. გალილეის ზღვაზე თევზაობისას ზებედეს ძენი თანაქალაქელებს, ანდრიასა და პეტრეს დაუმეგობრდნენ. როცა უფლის წინამორბედი, წმინდა იოანე ნათლისმცემელი, უდაბნოში გავიდა საქადაგებლად, მას ოთხივე მეთევზე დაემოწაფა, ხოლო რაჟამს იხილეს იესო ქრისტე და ესმათ მისი ხმა: "მოვედ და შემომიდეგ მე", - მყისვე დაუტევეს ყველაფერი და მაცხოვარს გაჰყვნენ.

წმინდა იოანე ჯერ კიდევ ყმაწვილი იყო, როცა უფალმა სამოციქულო მსახურებისთვის მოუწოდა და მასა და მის ძმას იაკობს "ძენი ქუხილისანი" უწოდა. ეს ნიშნავდა, რომ მათი ქადაგება, მეტადრე - წმინდა იოანეს ღვთისმეტყველება მთელ ქვეყნიერებას მოეფინებოდა.

იოანე გულკეთილი, უზაკველი, ურისხველი, უმანკო იყო. სწორედ ამ სათნოებათა გამო შეიყვარა იგი უფალმა და თორმეტ მოციქულს შორის დაადგინა. პეტრესა და იაკობთან ერთად ის ქრისტეს უახლოესი მოწაფე გახდა და მრავალგზის ღირს იქმნა საღმრთო საიდუმლოთა გამოცხადებისა: იქ იყო, როცა უფალმა იაიროსის ასული მკვდრეთით აღადგინა, თაბორის მთაზე ასვლისას წმინდა პეტრესა და წმინდა იაკობთან ერთად ისიც ახლდა მაცხოვარს და იხილა მცირედი ბრწყინვალება მისი საღმრთო დიდებისა; გეთსიმანიის ბაღში სალოცავად გასულმა იესომ ნუგეშისცემისთვის წმინდა იოანეც წაიყვანა... ისე უყვარდა უფალს იოანე, რომ მხოლოდ იგი თუ გაბედავდა, მკერდზე მიყრდნობოდა ქრისტეს და ეკითხა: "ვინ გაგცემს, უფალო?"

წმინდა იოანესაც მგზნებარე სიყვარულით უყვარდა თავისი მოძღვარი. როცა იესო შეიპყრეს და განსასჯელად მღვდელმთავრებთან წარადგინეს, უფლის ყველა მოწაფე მიმოიფანტა, მხოლოდ იოანემ არ მიატოვა მაცხოვარი, მოუშორებლად თან ახლდა ვნებისა და ჯვარზე სიკვდილის ჟამს, მთელი გულით თანაუგრძნობდა, ცრემლით ასველებდა გოლგოთის მიწას. ასეთი ერთგულებისთვის ჯვარცმულმა უფალმა მას ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ძე უწოდა: "ჰრქუა დედასა თვისსა: დედაკაცო, აჰა ძე შენი! - მოგვითხრობს სახარება, - და მერმე მოწაფესა მას ჰრქუა: აჰა დედაი შენი. და მიერითგან წარიყვანა იგი მოწაფემან მან თვისთა თანა" და მას შემდეგ მშობელ დედასავით სცემდა პატივს და ემსახურებოდა, ხოლო როცა მიიძინა ყოვლადწმინდა ქალწულმა და მისი ნეშტი დასაკრძალავად წააბრძანეს, პროცესიას წინ იოანე ღვთისმეტყველი მიუძღოდა, ნათლით გაბრწყინვებული სამეფო კვერთხით, რომელიც მთავარანგელოზს მიეძღვნა ღვთისმშობლისათვის ნიშნად იმისა, რომ ამა სოფლიდან ზეცას უნდა გადასახლებულიყო.

მხოლოდ ღვთისმშობლის მიძინების შემდეგღა შეუდგა წმინდა იოანე ქადაგებას და თავის მოწაფე პროხორესთან ერთად მცირე აზიას მიაშურა - წილისყრისას მას სწორედ ამ მხარის განათლება ხვდა წილად.

მოციქული წინასწარ ჭვრეტდა მოსალოდნელ განსაცდელს. მართლაც, ზღვაში შეცურეს თუ არა, ქარიშხალი ამოვარდა და გემი ჩაძირა. გადარჩენილი მგზავრები ზღვამ სირიის ქალაქ სელევკიის მახლობლად გარიყა. მათ შორის არ იყო მხოლოდ წმინდა იოანე. დიდხანს ტიროდა პროხორე, ბოლოს კი მარტო გაემართა აზიისკენ. თოთხმეტი დღის შემდეგ ერთ ზღვისპირა დაბას მიადგა და დასასვენებლად შეჩერდა. და აი, ერთ დღეს, როცა ნაპირზე იჯდა და დამწუხრებული ზღვას გაჰყურებდა, ანაზდად ტალღა გრიალით მოაწყდა ნაპირს და ცოცხალი და საღ-სალამათი მოციქული გამორიყა. გახარებული მოძღვარი და მოწაფე ერთურთს გადაეხვივნენ, დიდხანს ტიროდნენ და მადლობას სწირავდნენ უფალს. დაბაში შესულებმა პური და წყალი ითხოვეს, მომაგრდნენ და მაშინვე ქალაქ ეფესოსკენ გაემართნენ.

ასეთი განსაცდელით დაიწყო წმინდა იოანეს მოციქულებრივი სვლა.

განსაცდელი არც ეფესოში მოჰკლებიათ, მაგრამ ღვთის შეწევნისა და საკუთარი მოთმინებისა და სიმდაბლის წყალობით წმინდა იოანემ ყოველივე დაძლია და ეფესელები სულიერად განკურნა. აღადგინა მიცვალებული, შერისხა ეშმაკი, რომელიც არტემიდას ტაძარში უკვე 109 წელი იყო ბინადრობდა და ეფესოდან გააძევა... ღვთის სიტყვამ და სასწაულებმა მრავალი ეფესელი დააფიქრა და მოაქცია ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე.

როცა რომის იმპერატორმა დომიციანემ ქრისტიანთა დევნა დაიწყო, სხვებთან ერთად წმინდა იოანეც დაასმინეს. ასიის ეპარქმა შეიპყრო წმინდანი და ბორკილებდადებული რომში გაგზავნა. იქ გაროზგეს და საწამლავით სავსე თასი შეასვეს, მაგრამ შხამმა მოციქულს ვერაფერი დააკლო. მაშინ მდუღარე ზეთით სავსე ქვაბში ჩააგდეს - ისევ უვნებელი დარჩა! შეძრწუნებული ხალხი ქრისტიანთა ღმერთს ადიდებდა. იმპერატორმა ვეღარ გაბედა იოანეს წამება და შედარებით მსუბუქი სასჯელი აკმარა - კუნძულ პატმოსზე გადაასახლა.

გამგზავრებამდე წმინდა იოანეს მაცხოვარი გამოეცხადა და უთხრა: "მრავალი სატანჯველი მოგელის; გაგაძევებენ კუნძულზე, სადაც ხალხს ძალიან სჭირდებიო".

გადასახლებულთა გემი პატმოსისკენ რომ მიცურავდა, ერთი ჭაბუკი გემბანიდან გადავარდა და ჩაიძირა. მგზავრები მწარედ გოდებდნენ, მაგრამ ვერაფერს შველოდნენ; "ღმერთებს" შეჰღაღადებდნენ ბერძნები, მაგრამ ისინი დუმდნენ. გათენებამდე აცალა წმინდანმა, მერე კი ილოცა. უეცრად ზღვა აბობოქრდა და ერთმა ტალღამ საღ-სალამათი ჭაბუკი გემბანზე წმინდა იოანეს ფერხთით ამოაგდო. მადლიერებით აღსავსე ხალხმა მოციქულს ბორკილები შეხსნა.

იოანემ გემზე მრავალი განკურნა სნეულებისგან. როცა სასმელი წყალი შემოაკლდათ, სარწყულები წყლით აავსებინა, ილოცა და ზღვის მლაშე წყალი ლოცვით დაატკბო.

კუნძულს რომ მიაღწიეს, მეომრებმა გადასახლებულნი მმართველს მიჰგვარეს და იმპერატორის წერილობითი ბრძანებაც გადასცეს. მმართველის სიმამრმა მირონმა იოანე და პროხორე თავისთან წაიყვანა. მირონის უფროსი ვაჟი აპოლონიდე "წინასწარმეტყველი" გახლდათ, მთელ პატმოსს აუწყებდა მომავალს. შევიდა თუ არა იოანე მირონის სახლში, შეშინებული ჭაბუკი მეზობელ ქალაქში გაიქცა, ვაითუ "წინათმცნობელი" ეშმაკი ჩემგან განდევნოსო, და დაიბარა, სტუმარმა თავისი ჯადოქრობით გამაძევა, სანამ ეგ მანდ არის, ვერ დავბრუნდებიო. მოითხოვდა, თუ გინდათ, კიდევ მიხილოთ, უცხოელი მოკალითო.

მირონმა წერილი წაიკითხა და მყისვე სიძეს მიაშურა. გადაწყვიტეს, იოანე გარეული მხეცებისთვის მიეგდოთ შესაჭმელად, მაგრამ მოციქულმა ითხოვა, ცოტა ხანს ეცლიათ და ნება მიეცათ, აპოლონიდესთან თავისი მოწაფე გაეგზავნა. მთავარმა ნება დართო. პროხორე აპოლონიდესთან მიავლინეს, იოანე კი ჯაჭვით შებორკეს და საპყრობილეში ჩააგდეს.

პროხორემ აპოლონიდეს იოანეს წერილი გადასცა, რომელშიც მოციქული ეშმაკს უბრძანებდა, დაეტოვებინა ჭაბუკის სხეული და შორს, უწყლო და უკაცრიელ ადგილას გადაკარგულიყო. მიიტანა თუ არა პროხორემ წერილი, ეშმაკმა მაშინვე დატოვა მსხვერპლი და ისიც, სავსებით ჯანმრთელი, მშობლებს დაუბრუნდა.

ამ ამბის შემდეგ მირონმაც და მისმა სიძემაც იწამეს ქრისტე და მოინათლნენ. სიძემ პატმოსის გამგებლობაზეც კი თქვა უარი, რათა უფრო უკეთ ემსახურა ქრისტესთვის.

წმინდა იოანე სამ წელიწადს დარჩა იმ ქალაქში და მრავალი სასწაული მოახდინა უფლის სახელით. ლოცვით დაამსხვრია აპოლონის ბომონი და კერპის ყველა მსახური მოაქცია, შემდეგ კი სამოღვაწეოდ მეზობელ ქალაქში გადაინაცვლა. იქაურები "დიად ღვთაებას" - მგელს ეთაყვანებოდნენ და ჭაბუკებს სწირავდნენ მსხვერპლად. წმინდა იოანემ ერთ ქალაქელს სთხოვა, თქვენი "ღმერთი" მაჩვენეთო. მან ჭაობიან ადგილას წაიყვანა და უთხრა, აი, აქედან ამოდის ჩვენი ღმერთი, როცა ხალხს ეცხადებაო. წმინდა იოანემ ლოდინი დაიწყო. მალე ჭაობიდან ვეება მგლის სახით ეშმაკი ამოვიდა. მოციქულმა ის ქრისტეს სახელით კუნძულიდან გააძევა. ამის მხილველი იოანეს მეგზური შეძრწუნდა და მოციქულს ფეხებში ჩაუვარდა. მალე მგლის ქურუმებიც მოვიდნენ სამსხვერპლოდ განწირული ჭაბუკებითა და ალესილი დანებით. მათ უამრავი ხალხი მოჰყვა თან. მოციქულმა და მისმა მეგზურმა მათ მგლის ამბავი უამბეს და ყმაწვილების გათავისუფლება სთხოვეს. იმ დღის შემდეგ მრავალმა ირწმუნა ჭეშმარიტი ღმერთი და მოინათლა, მეტადრე მაშინ, როცა იოანემ მკვდრეთით აღადგინა ზევსის ტაძრის ქურუმის ვაჟი, რომელიც ბანაობისას აბანოში დაბუდებულ ეშმაკს მოეკლა.

იმავე ქალაქში ერთი მდიდარი და ლამაზი ქვრივი ქალი პროკლიანია ცხოვრობდა. ის ბილწი გრძნობით აენთო თავისი ვაჟის სოსიპატრეს მიმართ. ჭაბუკმა შეიძულა დედა და შინიდან გაიქცა. შემთხვევით იქ მოხვდა, სადაც წმინდა იოანე ხალხს ღვთის სიტყვას უქადაგებდა. ყმაწვილი შეჩერდა და სიამოვნებით მიუგდო ყური. მოციქულს სულიწმინდის მადლით ეუწყა სოსიპატრეს ამბავი. მანაც ცალკე გაიყვანა ვაჟი და დაარიგა: "დედას პატივი ეცი, მხოლოდ ურჯულო საქმეში ნუ დაემორჩილები, თანაც არავის გაუმხილო დედის ცოდვაო". ამ დროს ვაჟის საძებნელად წამოსული პროკლიანიაც გამოჩნდა, შვილს სამოსში ჩააფრინდა და წივილ-კივილით სახლში წაათრია. ხმაური ქალაქის ახალდანიშნული გამგებლის ყურს მისწვდა. მმართველი შინიდან გამოვიდა და მიზეზი იკითხა. ქალმა თმის გლეჯა დაიწყო და ქვითინს მოჰყვა: შვილი ძალას ხმარობდა ჩემზეო. ქალაქის თავმა დაიჯერა და ვაჟს სიკვდილი მიუსაჯა. წმინდა იოანე მმართველს ეახლა და უსამართლო მსჯავრის გამოტანაში ამხილა, მაგრამ თვალი ვერ აუხილა - სოსიპატრეს შხამიანი გველებით სავსე ტომარაში ჩასმა და ზღვაში გადაგდება გადაუწყვიტეს. მაშინ წმინდანმა ლოცვა აღავლინა. ანაზდად მიწა იძრა, ქალაქის თავს ბრძანებაზე ხელის მოწერისას მარჯვენა შეახმა, პროკლიანიას კი ორივე ხელი გაუხმა და თვალები დაუელმდა. მსაჯული მიხვდა თავის დანაშაულს, შენდობა ითხოვა და წმინდა იოანეს ლოცვით კურნება მიიღო, შემდეგ კი მისივე ხელით მოინათლა. შეშინებული პროკლიანია კი სახლში გაიქცა. სოსიპატრეს არ უნდოდა შინ დაბრუნება, მაგრამ წმინდა იოანემ დაარიგა: "ურისხველი უნდა იყო და მიმტევებელი, ამიერიდან დედაშენისგან უსჯულოს აღარაფერს მოისმენო", - და თვითონვე წაიყვანა დედასთან. ატირებული ქალი მოციქულის ფერხთით დაემხო და გულწრფელად მოინანია ცოდვები. იოანემ ისიც განკურნა საღმრთო სასჯელით მოვლენილ სნეულებათაგან და ბოლოს მონათლა კიდეც.

ერთხელ წმინდა იოანემ ყველა პატმოსელ ქრისტიანს სთხოვა, ემარხულათ, თვითონ კი პროხორესთან ერთად ქალაქგარეთ, ერთ მღვიმეში განმარტოვდა. სამი დღე განუწყვეტლივ ლოცულობდნენ. მესამე დღეს საშინლად იქუხა, ელვამ გაანათა იქაურობა, მთამ რყევა დაიწყო. პროხორე შიშისგან ქვე დაემხო. წმინდა იოანემ წამოაყენა, მარჯვნივ დაისვა, აღაპყრო თვალნი ზეცად, დიდხანს ილოცა და მოწაფეს მიმართა: დაწერეLყოველივე, რასაც ჩემს ბაგეთაგან მოისმენო, - და წარმოთქვა: "პირველითგან იყო სიტყვაი..."

მოწაფე ყურადღებით ისმენდა და იწერდა მოძღვრის ნათქვამს. ასე დაიწერა წმინდა სახარება. მთიდან რომ ჩამოვიდნენ, მოძღვარმა უბრძანა მოწაფეს, იგი ხელახლა გადაეწერა.

წმინდა გადმოცემით, ამავე მღვიმეშივე კიდევ ერთხელ განმარტოებულა წმინდა იოანე, პროხორესთან ერთად ათი დღე. ათი დღე კი ამის შემდეგ მარტო დარჩენილა, ამ დროის განმავლობაში არაფერი უჭამია, მხოლოდ უფლის მიმართ ლოცულობდა დ ღვთის ნებას ეძიებდა. მოესმა ხმა ზეციდან: "იოანე, იოანე, მოითმინე კიდევ ათი დღე და ბევრი დიდებული რომ განგეცხადება". მოციქულმა კიდევ ათი დღე უსაზრდელოდ, ლოცვაში გაატარა და მოხდა სასწაული: ანგელოზი უფლისა გარდამოხდა და მრავალი საოცარი რამ აუწყა. როცა პროხორე დაბრუნდა, წმინდა იოანემ კალამი მოატანინა და ჩააწერინა ყოველივე, რაც უფლის ანგელოზმა განუცხადა.

პატმოსზე ახლაც გაჩვენებენ მღვიმეს, სადაც წმინდა იოანეს სახარება და "გამოცხადება" დაიწერა.

ამასობაში იმპერატორი დომიციანე მოკლეს. ტახტზე ნერვა ავიდა, რომელმაც ყველა უკანონოდ შეპყრობილი თუ გადასახლებული გაათავისუფლა, მათ შორის - წმინდა იოანეც. მოციქულმა ეფესოში დაბრუნება გადაწყვიტა, პატმოსელებს კი ნუგეშად პროხორეს გადაწერილი სახარება დაუტოვა.

"კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა!" - ამ სიტყვებით შეხვდნენ ეფესელები მოძღვარს.

დარჩენილი სიცოცხლე უფლის საყვარელმა მოწაფემ ეფესოში გაატარა. დიდ ასკეტურ ღვაწლს მიეცა, მხოლოდ პურითა და წყლით იკვებებოდა, უხეში ტილო ემოსა და თმასა და წვერსაც აღარ იკვეცდა.

დრო გავიდა, წმინდა იოანე მოხუცდა. სიბერისა და უძლურების გამო საჯაროდ ვეღარ ქადაგებდა, მხოლოდ ეპისკოპოსებს თუ დამოძღვრავდა. ბოლოს ისე დაუძლურდა, მოწაფეებს ხელით მიჰყავდათ ტაძარში, სადაც მხლოდ ერთსა და იმავეს ამოიტყოდა ხოლმე: "შვილნო, გიყვარდეთ ერთმანეთი!" ერთხელ მოწაფეებმა ჰკითხეს, სულ ერთსა და იმავეს რატომ გვიმეორებო? "ეს უფლის მცნებაა და თუ მას აღასრულებთ, ესეც იკმარებსო", - უპასუხა მან. მთელი საქრისტიანოს სიყვარულით იყო გარემოცული მაცხოვრის უკანასკნელი მოწაფე. თავს ბედნიერად მიიჩნევდნენ, თუკი მის სამოსს შეეხებოდნენ.

ერთ დღეს, როცა წმინდა მოციქული უკვე ას წელზე მეტი ხნისა იყო, თავის შვიდ მოწაფესთან ერთად გავიდა შინიდან, ქალაქს მცირე მანძილით რომ გაშორდა, მოწაფეებს უბრძანა, აქ დასხედითო. თვითონ ასიოდე ნაბიჯი კიდევ გაიარა და ილოცა. შემდეგ კი ბრძანა, ჯვრის მოყვანილობის სამარე გაეთხარათ მისთვის. პროხორე აკურთხა, რომ იერუსალიმში წასულიყო და სიცოცხლის ბოლომდე იქ ეღვაწა, თვითონ კი სამარეში ჩადგა, მოწაფეებს ეამბორა და უბრძანა: "აიღეთ მიწა, დედა ჩემი, და დამფარეთ". იოანეს მუხლებამდე მიაყარეს მიწა. მოციქული კვლავ ეამბორა მოწაფეებს, გაამხნევა. მათაც უკანასკნელად ამბორუყვეს საყვარელ მოძღვარს, პირზე ტილო დაადეს, მიწით დაფარეს და მგლოვიარენი ეფესოში დაბრუნდნენ.

ეფესელმა მორწმუნეებმა ეს ამბავი რომ შეიტყვეს, სასწრაფოდ გათხარეს წმინდა იოანეს საფლავი, მაგრამ მოციქულის ნეშტი იქ აღარ დახვედრიათ. მაშინ ბევრს გაახსენდა უფლის სიტყვები, პეტრე მოციქულს რომ უთხრა იოანეზე: "მე თუ მსურს, რომ ჩემს მოსვლამდე დარჩეს, შენ რა?" მას შემდეგ ყოველ წელიწადს, მაისის მერვე დღეს, საფლავიდან კეთილსურნელოვანი მირონი მოედინებოდა, რომელიც მრავალ სნეულს კურნავდა.

"შვილნო, გიყვარდეთ ერთმანეთი", - წმინდა იოანეს ამ სიტყვებს კიდევ ერთხელ მოისმენენ მორწმუნენი, ახლა უკვე ბოლო ჟამს. როგორც წმინდა ანდრია სალოსი ბრძანებს (იხილეთ მისი ცხოვრების ვრცელი ვარიანტი), უფლის მეორედ მოსვლის წინ, ანტიქრისტეს გამეფებისას, წმინდა ელიასა და ენუქთან ერთად წმინდა იოანეც მოევლინება ცოდვილ კაცობრიობას, განამხნევებს ქრისტიანებს და ამხელს ანტიქრისტეს (წმინდა თეოდოსი იერუსალიმელი აზუსტებს, წმინდა ელია და ენუქი ანტიქრისტიანულ ქვეყნებში იქადაგებენ, წმინდა იოანე კი კავკასიაშიო), მის ხელთაგან მიიღებენ სიკვდილს და ანტიქრისტე მათ სხეულებს "უბანთა ზედა" დაყრის; ასე იქნებიან სამდღე-ნახევარი, შემდგომ კი უფალი მკვდრეთით აღადგენს მათ და თავადაც მალე მობრძანდებაო დიდებით...

როგორც ბრძანებს წმინდა ანდრია, "ნეტარ არს, რომელი არა იპოვოს მბრძოლ ღვთისა მათ დღეთა შინა, არამედ დაიმარხოს სარწმუნოება იესუ ქრისტესი".
.................................
აქვე შეგიძლიათ წაიკითხოთ:

21 მაისი სიყვარულის მოციქულის - იოანე ღვთისმეტყველის ხსენების დღეა

დაკარგული ცხვრის დაბრუნება

სიყვარულის მოციქული

მიცვალება წმინდისა მოციქულისა და მახარებლისა იოანე ღვთისმეტყველისა (II ს. დასაწყისი) - 26 სექტემბერი (9 ოქტომბერი)


ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
13.10.2023
მეფე მირიანს ქართველი მეფის, ლევის მემკვიდრედ იხსენიებს; ხოლო "ქართლის ცხოვრებისა" და სხვა წყაროების მიხედვით,
12.07.2023
წმიდა მოციქული პავლე ისრაელიანი იყო, ბენიამინის ტომიდან, სჯულით ფარისეველი. ის კილიკიის ქალაქ ტარსუში დაიბადა და რომის მოქალაქედ ითვლებოდა;
12.07.2023
წმიდა მოციქული პეტრე (სვიმეონი) გალილეველი მეთევზის, იონას ძე იყო. განკაცებული უფლის გამოჩენა ძმამ, ანდრია პირველწოდებულმა ახარა
14.06.2023
ძველი სტილით 21 ივნისს (4 ივლისს) მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს უფლის 70 მოციქულიდან ერთ-ერთის, იკონიელი ეპისკოპოსის, ტერენტის ხსენებას.
28.11.2022
წმინდა მოციქულები არქიფო და ფილიმონი და მოციქულთასწორი აპფია პავლე მოციქულის მოწაფეები და თანამოსაგრეები იყვნენ.
04.11.2022
მართლმადიდებელი ეკლესია 23 ოქტომბერს (5 ნოემბერს) დღესასწაულობს წმინდა იაკობ მოციქულის,
23.10.2022
წმინდა მოციქული ფილიპე წარმოშობით პალესტინის კესარიიდან იყო. ქორწინების შემდეგ ოთხი ქალიშვილი შეეძინა,
21.10.2022
იაკობ ალფესი - კაპერნაუმელი მეზვერის, ალფეს ძე და წმინდა მოციქულისა და მახარებლის, მათეს ძმა იყო.
18.10.2022
თბილისის სიონის საკათედრო ტაძარში, კანკელის მარჯვნივ, ნიშაში, განისვენებს ქრისტიანული სამყაროს ერთ-ერთი უდიდესი სიწმინდე - თომა მოციქულის თავის ქალა.
13.10.2022
მოციქული ანანია დამასკოში დაიბადა და ამ ქალაქისვე ეპისკოპოსად დაესხა ხელი.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
უსჯულო დიოკლეტიანეს ზეობისას ქალაქ ქალკედონს, რომის იმპერიის ერთ-ერთი პროვინციის, ბითინიის უმთავრეს ქალაქს, პროკონსული (იმპერატორის ნაცვალი) პრისკე მართავდა, რომელმაც წარმართული ღვთაების, არესის დღესასწაულის მოწყობა განიზრახა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat