წმინდა მოციქული სვიმონ მოშურნე, კანანელი, საქართველოში ქრისტიანობის მქადაგებელი - 10 (23) მაისი
წმინდა მოციქული სვიმონ მოშურნე, კანანელი, საქართველოში ქრისტიანობის მქადაგებელი - 10 (23) მაისი
სვიმონ მოციქულის მეტსახელი-კანანელი სახარებაში რამდენიმე ადგილასაა: "ხოლო ათორმეტთა მათ მოციქულთა სახელები ესე არს: პირველად სვიმონ, რომელსა ეწოდა პეტრე და ანდრია, ძმაი მისი იაკობი ზებედესი და იოვანე, ძმაი მისი ფილიპე და ბართლომე, თომა და მატთეოს მეზუერე, იაკობ ალფესი და ლებეოს, რომელსა ეწოდა თადეოს, სვიმონ კანანელი და იუდა ისკარიოტელი, რომელმანცა განსცა იგი".

პირველი სასწაული იესომ გალილეის კანას ქორწილში აღასრულა-წყალი ღვინოდ გადააქცია. ქორწილში ღარიბ ნეფეს, სვიმონს, გაუთავდა ღვინო, მაცხოვარმა შეიტყო ეს და სასწაულებრივად წყალი საუკეთესო ღვინოდ აქცია.

ამის მხილველმა სვიმონმა მიატოვა ცოლი და გაჰყვა მაცხოვარს.

მას შემდეგ დაერქვა მას კანანელი ანუ ზილოტი (მოშურნე), რითაც განასხვავებდნენ სიმონ-პეტრესგან.

მოგვიანებით იმ პირველი სასწაულის ადგილას წმინდა მოციქულთა სწორმა ელენემ ტაძარი ააგო.


ქადაგება

ძველი ქართველი და უცხოელი მემატიანეების ცნობით, წმინდა სვიმონ კანანელმა წმინდა ანდრია მოციქულთან ერთად პირველმა იქადაგა ქრისტიანობა სამხრეთ და დასავლეთ საქართველოში, მათ შორის აფხაზეთშიც.

ქადაგებისას ანდრია მოციქულმა გააგრძელა გზა ჩრდილოეთით, ხოლო სვიმონ კანანელი შეჩერდა ფსირცხის გამოქვაბულში.

აფხაზეთში მან ბევრი იქადაგა და დაამხო კერპთაყვანისმცემლობა, რომელიც ხალხს ჩვილი ბავშვების მსხვერპლშეწირვისკენ უბიძგებდა.


მოწამებრივი აღსასრული

ადერკის მეფობის დროს რომაელებმა შეიპყრეს სვიმონ მოციქული და თავი მოჰკვეთეს. ახლაც ატყვია იმ ადგილს სისხლის წვეთების კვალი.

გადმოცემის თანახმად, 55 წელს სვიმონ კანანელი წარმართებმა ქრისტეს დარად ჯვარზე გააკრეს და ნიკოფსიაში, ისტორიულ საქართველოს ჩრდილოეთ

საზღვარზე მიაბარეს მიწას.

ნიკოფსია

ნიკოფსია ისტორიული ციხე-ქალაქია შავი ზღვის პირას. პირველად იხსენიებს V საუკუნის უცნობი ავტორი. ფლავიუს არიანეს (II ს.) ცნობით, აქ უფრო ადრეც ყოფილა ქალაქი ძველი ლაზიკეს სახელწოდებით.

V-VIII საუკუნეებში ნიკოფსიაში საეპისკოპოსო კათედრა იყო.

VIII საუკუნის ბოლოს ნიკოფსია ეგრის-აფხაზეთის სამეფოს შემადგენლობაში შევიდა. XIV-XVI საუკუნეებში რუკებზე აღნიშნულია "სანიას" სახელწოდებით. XVI საუკუნიდან თანდათან გამოეთიშა საქართველოს პოლიტიკისა და კულტურის გავლენას.

გვიანდელ ფეოდალურ ხანაში იგი უკვე ნაქალაქარია.

წმინდა ნაწილები

მორწმუნეებმა იპოვეს მოციქულის ცხედარი და მდინარის ნაპირას მიაბარეს მიწას. აფხაზეთში, ახალ ათონში, მოციქულის სახელზე მცირე ეკლესია ააგეს.

სვიმონ კანანელის სახელზე მონასტერი 1875 წელს, ათონის მთის წმინდა პანტელეიმონის სახელობის მონასტრის ბერებმა დააარსეს. ტაძარი ხის უნდა ყოფილიყო, მაგრამ მუსლიმანთა შემოსევებს ვერ გაუძლო.

X საუკუნეში თეთრი თლილი ქვით ააშენეს სვიმონ კანანელის ტაძარი, რომელსაც რესტავრაცია რამდენჯერმე ჩაუტარდა. ტაძრის ფრესკული მოხატულობა შემორჩენილი არ არის.

ბეჭდვა
1კ1