წმინდა მოციქულნი 70-თაგანნი: არისტარქოსი, პუდი და ტროფიმე (+ დაახლ. 67) - 15 (28) აპრილი
წმინდა მოციქულნი 70-თაგანნი: არისტარქოსი, პუდი და ტროფიმე (+ დაახლ. 67) - 15 (28) აპრილი
წმინდა მოციქულ არისტარქოსის სახელი ხშირად იხსენიება მოციქულთა საქმეებში (19, 29, 20, 4, 27, 2) და წმინდა პავლე მოციქულის ეპისტოლეებში (კოლ. 4,10 ფილ. 1,24). იგი წმინდა პავლე მოციქულის თანამოსაგრე იყო. შემდგომ ის გახდა სირიის ქალაქ აპამეის ეპისკოპოსი.

წმინდა მოციქულ პუდის იხსენიებს წმინდა პავლე მოციქული ტიმოთეს მიმართ მე-2 ეპისტოლეში (4, 21). იგი რო-მის სენატის წევრი გახლდათ. იყო ღვთისმოსავი და სათნო ადამიანი. წმინდა პუდის სახლს სტუმრობდნენ წმინდა მოციქულები პეტრე და პავლე. მის სახლში თავს იყრიდნენ ლოცვისთვის სხვა მორწმუნეებიც, ასე რომ, შემდგომ ეს სახლი გადაკეთდა ეკლესიად, რომელსაც "მოძღვრის ტაძარი" უწოდეს. ამ ეკლესიაში გადმოცემით, თვით წმინდა მოციქული პეტრე მღვდელმსახურებდა.

წმინდა ტროფიმე მოციქული მოხსენიებულია საქმე მოციქულთაში (20,4) და ტიმოთეს მიმართ მე-2 ეპისტოლეში (4,20). ის წარმოშობით ედესელი იყო, წმინდა პავლე მოციქულის მოწაფე და თანამგზავრი გახლდათ და იზიარებდა ყველა მის გასაჭირს დევნულებისას.

ზემოთ ხსენებული სამივე მოციქული, რომში, პავლე მოციქულთან ერთად აღესრულა, მათ იმპერატორ ნერონის ბრძანებით თავები მოჰკვეთეს. ეს დაახლოებით 65 წელს მოხდა.

ხატი: ქრისტე პანტოკრატორის ტაძრის ფრესკა, დეჩანი, კოსოვო, სერბეთი
ბეჭდვა
1კ1