წმინდა სვიმონ კვირინელი (I) - 28 თებერვალი (13 მარტი ან 12 მარტი - ნაკიან წელს)
წმინდა სვიმონ კვირინელი (I) - 28 თებერვალი (13 მარტი ან 12 მარტი - ნაკიან წელს)
28 თებერვალს მართმადიდებელი ეკლესია იხსენიებს სვიმონ კვირინელს, რომელიც გოლგოთისკენ მიმავალ უფალ იესო ქრისტეს ჯვრის ზიდვაში დაეხმარა.

მიჰყავდათ უფლის ძე დასასჯელად გოლგოთის მთაზე. მისჯილთა ჭიშკარს, უფალი ჩვენი იმდენად მოუძლურდა, რომ აღარ შეეძლო კიდევ ეტარებინა თავისი ჯვარი და მის ქვეშ ჩაიკეცა კიდეც... ზეციური მამის განგებით გამოჩნდა კეთილი კაცი, რათა ეზიდა უფლის მაცხოვნებელი ჯვარი. "და ვითარცა გამოვიდეს იგინი მიერ როგორც კი ქალაქის კარიბჭეს გასცილდნენ, ჰპოეს კაცი კვირინელი, სახელით სვიმონ", რომელიც იყო პირველ ეკლესიაში ცნობილი ალექსანდრესა და რუთის მამა, იმ რუთისა, რომელსაც პავლე მოციქული უწოდებს ღვთისაგან რჩეულს, და რომლის დედასაც უწოდებს თავის დედას მისდამი განსაკუთრებული პატივის ნიშნად (რომ. 16,13). შესაძლოა, ეს კეთილი კაცი იცნობდა კიდეც ქრისტეს, შეიძლება იყო მისი მიმდევარიც და ასეთი შეხვედრისას გამოხატა კიდეც მისადმი თანაგრძნობა; და აი, მხედრებმა ისარგებლეს ამით: რათა მისთვის დაეკისრებინათ იესოს ჯვრის ზიდვა: "ესე წარიქციეს პაჰრაკად, რათა აღიღოს ჯუარი მისი. და რათა მათ, რომლებიც სიმონს დაინახავდნენ ჯვრის მზიდველს, არ ეფიქრათ, რომ იგია ჯვარზე სიკვდილმისჯილი, მხედრებმა უბრძანეს იესოს ევლო სვიმონის წინ." ასე რომ, მთელი სირცხვილი ჯვარისა ისევ იესოზე რჩებოდა. და უფალიც უსიტყვოდ დამორჩილდა ბრძანებას. იგი ჭეშმარიტად "ვითარცა ცხოვარი კლუად მიიგვარა". ხალხში გაისმა ტირილისა და მოთქმის ხმა: ტიროდნენ იერუსალიმელი დედები, იესოს ტანჯვითა და შეურაცხყოფით შეძრწუნებულნი. შეიძლება ესენი იყვნენ მშობლები იმ ბავშვებისა, რომლებიც ცოტა ხნის წინათ უგალობდნენ "ოსანა". შეიძლება იყვნენ დედები იმ ბავშვებისა, რომლებიც უდიდესი სიყვარულით დალოცა უფალმა უწინ. და მან გულმოწყალემან, რომელიც აღუთქვამდა ერთი ჭიქა გრილი წყლისათვის, მისი სახელით მიწოდებულს, და რომლებიც მისი მეგობრის საფლავთან ტიროდნენ ადამიანური თანაგრძნობით, - სიყვარულით მიიღო თანაგრძნობის ეს ცრემლებიც მისადმი განკუთვნილი. მიუბრუნდა რა მტირალ ქალებს, იესომ უთხრა მათ: "ასულნო იერუსალიმისანო! ნუ სტირთ ჩემზედა, არამედ თავთა თქვენთა სტიროდეთ და შვილთა თქვენთა. რამეთუ აჰა ესერა მოვლენან დღენი, რომელთა შინა ჰსთქუან: ნეტარ ბერწნი და მუცელნი, რომელთა არა ჰშუნეს, და ძუძუნი, რომელთა არა განჰზარდნეს. მაშინ იწყოს სიტყუად მთათა: დამეცენით ჩუენ ზედა, და ბორცუთა: დამფარენით ჩუენ. რამეთუ უკეთუ ნედლსა ხესა ესრეთ უყოფენ, ხმელსა მას რაიმე ეყოს?" (ლკ. 23, 28-31). ასე, თავისი სიკვდილითაც უფალი წუხდა იუდეველთა დაღუპვას, და ხალხისაგან ჯვარზე გასაკრავად მიმავალიც კი, მეტად ფაქიზი სიყვარულით სინანულისაკენ მოუწოდებდა მათ...

ბეჭდვა
1კ1