წმინდა მოციქული ონისიმე (+დაახლ. 109) - 15 (28) თებერვალი
წმინდა მოციქული ონისიმე (+დაახლ. 109) - 15 (28) თებერვალი
წმინდა მოციქული ონისიმე (სამოცდაათთაგანი), ფრიგიის ოლქის ქალაქ კოლასეში მცხოვრები მდიდარი ქრისტიანის, ფილიმონის მონა იყო. ერთხელ მან რაღაც დააშავა და რომ არ დაესაჯათ, რომში გაიქცა. დაიჭირეს და ციხეში ჩააგდეს. იქ ონისიმე წმინდა პავლე მოციქულს შეხვდა, მოციქულის სიტყვის მოსმენის შემდეგ, ონისიმე მიხვდა თავის დანაშაულს, ქრისტიანობაზე მოიქცა, მოინათლა და თავი გამოიჩინ თავის სათნოებებით.

ციხეში ონისიმე მშობელ მამასავით უვლიდა და ემსახურებოდა წმინდა პავლეს. წმინდა პავლეს არ უნდოდა თავისი მოწაფის ფილიმონის განაწყენება და მასთან უკან გააგზავნა გაქცეული მონა და მასთან წერილი გაატანა, სადაც ის მას სიყვარულით სთხოვდა, შეეწყალებინა დამნაშავე მონა და ძმასავით მიეღო იგი. წმინდა ფილიმონისადმი ეპისტოლე, პავლე მოციქულის შემორჩენილ თოთხმეტ ეპისტოლეთაგან ერთ-ერთია.

წმინდა ფილიმონმა (ხს. 4 იანვარს, 19 თებერვალს და 22 ნოემბერს) წერილი წაიკითხა და დიდად გაიხარა, მან პასუხად არა მხოლოდ შეუნდო დანაშაული მონას, არამედ გაანთავისუფების საბუთი მისცა და უკან წმინდა პავლესთან რომში გაგზავნა. შემდგომში წმინდა ფილიმონი ღაზის ეპიკოპოსად გამოირჩიეს.

წმინდა პავლე მოციქულის მოწამეობრივი აღსასრულის შემდეგ წმინდა ონისმე ახალ სხვ მოციქულებს ემსახურებოდა თავდაუზოგავად, ის მათ მიერვე იქნა ხელდასხმული ეპისკოპოსად.

შემდეგ ქადაგებით შემოიარა ესპანეთი და აზია. ღრმა სიბერეში წმინდა ტიმოთე შემდეგ ავიდა ეფესოს სამღვდელმთავრო კათედრაზე. როცა ეგნატე ღმერთშემოსილი რომში სიკვდილით დასასჯელად მიჰყავდათ, გზაზე მის დასახვედრად რამდენიმე ქრისტიანთან ერთად წმინდა ონისიმეც გამოვიდა, ამის შესახებ თვით წმინდა ეგნატე ახსენებს ეფესელთა მიმართ ეპისტოლეში.

იმპერატორ ტრაიანეს მეფობისას ონისიმე შეიპყრეს და სამსჯავროზე ეპარქ ტერტულისს წარუდგინეს, რომელიც განსაკუთრებით გაგულისებული იყო მასზე რადგან მან ქრისტეს სჯულზე მისი ძმის ცოლი მოაქცია. როცა ტერტულისმა ჰკითხა, რატომ წახვედი შენი ბატონიდანო, მან უპასუხა: "ახლა მხოლოდ ერთადერთი ბატონის იესო ქრისტეს მონა ვარ". როცა ტერტულისმა ჰკითხა: "შენი განთავისუფლებისთვის ფული ვინ გადაიხადაო?" - "ქრისტემ ძემ ცოცხალი ღმერთისა, მან გამომისყიდა საკუთარი სისხლით", - უპასუხა წმინდა ონისიმემ და დაცინვით მოიხსენია კრპების თაყვანისცემა, ამიტომ ტერტულისმა მისი წამება ბრძანა.

ონისიმე თითქოს ვერ გრძნობდა ამ ტკივილებს და პირიქით, უხაროდა კიდეც ეს განსაცდელი. თვრამეტი დღე ცდილობდა წმინდა ონისიმეს გატეხას და შემდეგ როცა მისი სიმტკიცე დაინახა და ისიც რომ ამ წამების მხნედ დათმენით წარმართები ონისიმესადმი კეთილგანწყობილნი ხდებოდნენ ტირანმა წმინდანი ნეაპოლის სიახლოვეს, ქალაქ პუტეოლში გადაასახლა. მიუხედავად ხელისუფლების აკრძალვისა ონისიმე მაშინათვე სახარების ქადაგებას შეუდგა და მრავალი ადამიანი მოაქცია ქრისტეს სჯულზე. ამის შესახებ რომ შეიტყო ტერტულისმა მისი შეპყრობა ბრძანა და თავისთან მიაყვანინა წმინდა ონისიმე. წმინდანმა უარი განაცხადა კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვაზე და მხნედ პასუხობდა მსაჯულის კითხვებს. იგი ზურგზე დააწვინეს, გაჭიმეს და დიდხანს შოლტავდნენ. სხეულს ხორცის ნაფლეთები სცვიოდა და რაც უფრო მეტ სისხლს ჰღვრიდა წმინდანი, საუკუნო სიცოცხლის იმედით სულიერად უფრო ძლიერდებოდა. ტირანი მიხვდა, რომ წამებით ვერაფერს მიაღწევდა, ბრძანა, ჯოხები იმდენ ხანს ერტყათ, ვიდრე ნაფლეთებად არ აქცევდნენ, თვითონ კი არ დაელოდა ბრძანების შესრულებას და პრეტორიაში დაბრუნდა. წმინდანი ჯოხების ცემაში აღესრულა, ბოლოს მას მახვილით თავი მოჰკვეთეს.

მოწამეობრივად აღსრულებული მოციქულის სხეულის ნაფლეთები ერთმა წარჩინებულმა და კეთილმსახურმა დედაკაცმა მოაგროვა და ვერცხლის ლუსკუმაში ჩაასვენა. წმინდანი დაახლოებით 109 წელს აღესრულა.

კონდაკი: ვნებათა ქრისტესთა საჩინოდ მობაძვაო, თვით მხილველო და მესაიდუმლეო რჩეულო, საღმრთოსა პავლესა ქადაგის შედგომილო, ნეტარო ონისიმე, მის თანა ევედრე ქრისტესა ღმერთსა დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათვის.

ბეჭდვა
1კ1