წმინდა მოციქული ტიმონი, სამოცდაათთაგანი (I) - 30 (12.01 დეკემბერი
წმინდა მოციქული ტიმონი, სამოცდაათთაგანი (I) - 30 (12.01 დეკემბერი
წმინდა მოციქული ტიმონი იყო ერთი იმ შვიდ დიაკონთაგანი, რომლებიც მოციქულებმა ღარიბ ქრისტიან ქვრივთა მსახურებისთვის გამოარჩიეს. საქმე მოციქულთას მე-6 თავი მოგვითხრობს: "ხოლო იმ დღეებში, როცა იზრდებოდა მოწაფეთა რიცხვი, ელინისტებს შორის დაიწყო დრტვინვა ებრაელთა წინააღმდეგ, ვინაიდან მათი ქვრივები უგულებელყოფილნი იყვნენ ყოველდღიური მსახურებისას. მაშინ თორმეტმა მოციქულმა მოუწოდა მოწაფეთა სიმრავლეს და თქვა: არ შეგვფერის ზურგი ვაქციოთ ღვთის სიტყვას და ტაბლებს ვემსახუროთ. მაშ, აირჩიეთ, ძმანო, თქვენ შორის შვიდი სარწმუნო, სულით წმიდითა და სიბრძნით აღსავსე კაცი, და მათ მივანდოთ ეს მსახურება. ხოლო ჩვენ ლოცვასა და სიტყვის მსახურებას მივუძღვნათ თავი. მოეწონა ეს სიტყვა მთელ კრებულს და აირჩიეს სტეფანე, რწმენითა და სულით წმიდით აღსავსე კაცი, ფილიპე და პროხორე, ნიკანორი და ტიმონი, პარმენი და ნიკოლაოსი, ანტიოქელი პროზელიტი, რომლებიც წარადგინეს მოციქულთა წინაშე; ილოცეს და ხელი დაადეს მათ" (საქ.6.1-6).

დიაკვნად ხელდასხმისა და გარკვეული პერიოდი ამ ხარისხით მსახურების შემდეგ მოციქული ტიმონი არაბეთის ქალაქ ბოსტორის ეპისკოპოსად აირჩიეს. ამ ხარისხში ნეტარმა მრავალი მოაქცია ქრისტიანობაზე. სახარების ქადაგებისთვის იუდეველებმა და წარმართებმა მას საშინელი სატანჯველები დაატეხეს თავს, გახურებულ ქურაშიც შეაგდეს, მაგრამ უვნებელი გადარჩა. რომის ეკლესიის გადმოცემის თანახმად, წმინდა ტიმონი ჯვარზე აღესრულა.
....................

ხატის წყარო

ბეჭდვა
1კ1